OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიდი ლილო; ქალაქი თბილისი, სოფელი დიდი ლილო

AR11111084სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება30 სექტემბერი, 2025- ლილო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7658011
გადაწყვეტილების თარიღი
9 ოქტომბერი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზაზა ბასილაძე
დეველოპერი (ს/კ)
439425383

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.81.08.339.007
მესაკუთრე
შპს ჯი ენდ ეიჩ ჰოლდინგი (439425383)
ფართობი
6 600 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11111084
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
30 სექტემბერი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
9 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 ოქტომბერი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7645363 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 30 სექტემბრის №AR11111084 განცხადებით მომართა ზაზა ბასილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7645363 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7645363 ბრძანებით №01.81.08.339.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საწყობების (N1 და N2 შენობა) და სამაცივრე საწყობის (შენობა N3) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7645363 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კერძოდ გამორჩენილია საპროექტო შენობების ფუნქციად სამაცივრე საწყობის მითითება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2025 წლის 1 სექტემბერს №AR11106672 განცხადებით სამსახურს მომართა ზაზა ბასილაძემ და მოითხოვა №01.81.08.339.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობების (N1 და N2 შენობა) და სამაცივრე საწყობის (შენობა N3) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა საპროექტო დოკუმენტაცია (მათ შორის, გენ-გეგმა, გეგმები), სადაც სამაცივრე საწყობად მითითებულია მხოლოდ N3 შენობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. რაც შეეხება, N1 და N2 შენობებზე სამაცივრე საწყობის მითითებას, აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას. მოცემული შენობების ფუნქციის ცვლილებისთვის საჭიროა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილება (კორექტირება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7645363 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს: ქ. თბილისში, სოფელ დიდ ლილოში არსებულ, №01.81.08.339.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობების (N1 და N2 შენობა) და სამაცივრე საწყობის (შენობა N3) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7645363 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №7645363 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 ოქტომბერი, 2025გადაწყვეტილება7658011 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა