OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ჩიხი კრწანისის I , N 17

AR11117676სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება17 ნოემბერი, 2025- კრწანისი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7713669
გადაწყვეტილების თარიღი
24 ნოემბერი, 2025
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ფორჩხიძე
დეველოპერი (ს/კ)
402132189

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.06.015.224.03.01.002
მესაკუთრე
შპს "კრწანისი 2019" (402132189)
ფართობი
374 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11117676
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
17 ნოემბერი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 ნოემბერი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 17 ნოემბერს №AR11117676 განცხადებით მომართა გიორგი ფორჩხიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №7074348 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №7074348 ბრძანებით, №01.18.06.015.224 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა სამი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 11 ივნისიდან 2024 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 24 ივლისის №ბ-10/01241851019-17 ბრძანებით მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში №01.18.06.015.224 საკადასტრო კოდით რეგისტირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (სამი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლი - III). სამსახურის 2024 წლის 01 ოქტომბრის №7235140 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №7074348 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 1304.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 348.7 კვ.მ., „კიბის უჯრედისა და დერეფნის“ ფართობად - 277.3 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 358.4 კვ.მ., საერთო ფართობად - 2289.0 კვ.მ. ასევე, 2024 წლის 11 ივნისის №7074348 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა №AR11057914 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი, ითხოვს სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №7074348 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმცხადებელი, განმარტავს, რომ სურს შეთანხმებული №3 სახლის მე-2 სართულის გამიჯვნა მე-3 სართულისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარმოდგენილი აზმოვითი ნახაზის ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია შენობა №3-ის II სართულის შიდა აზმოვითი ნახაზი, რომელიც გეგმარებითად არ შეესაბამება სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №7074348 ბრძანებით შეთანხმებული სახლი №3-ის II სართულის გეგმას. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი შიდა აზმოვით ნახაზიდან დგინდება, რომ დაგეგმილია მეორე სართულის გამიჯვნა მესამე სართულისგან. აღნიშნული კი არ წარმოადგენს ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №7074348 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 24 ნოემბერი, 2025გადაწყვეტილება7713669 - უარი
  3. 17 ნოემბერი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა