ქალაქი თბილისი , დასახლება მუხიანი , IV მიკრო/რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ, (ნაკვ.06/359) ; ქალაქი თბილისი , დასახლება მუხიანი , IV მიკრო/რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი , ავეტიკ ისააკიანის ქუჩის ჩიხი N4
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7730427
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 დეკემბერი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ალექსანდრე ზაქარეიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405029847
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.17.023.985
- მესაკუთრე
- შპს ,,FONDATOR GROUP ფონდატორ გრუპ" (405029847)
- ფართობი
- 4 920 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.17.023.985საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11117962
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 18 ნოემბერი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 17 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 5
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 დეკემბერი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666975 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 18 ნოემბერს №AR11117962 განცხადებით მომართა ალექსანდრე ზაქარეიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666975 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666975 ბრძანებით შეთანხმდა №01.11.17.023.985 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7710936 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666975 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2028 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666975 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობი 291.2 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 179.4 კვ.მ-ს. დამხმარე ფართობი 0.0 კვ.მ-ის ნაცვლად 69.0 კვ.მ-ს, ხოლო საერთო ფართობი 6682.3 კვ.მ-ის ნაცვლად 6639.5 კვ.მ-ს (შეტყობინება 05.12.2025წ.). სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666975 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666975 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 179.4 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 69.0 კვ.მ., საერთო ფართობად 6639.5 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666975 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666975 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 დეკემბერი, 2025გადაწყვეტილება7730427 - თანხმობა
- 4 დეკემბერი, 2025ქალაქის პასუხი
- 2 დეკემბერი, 2025ქალაქის პასუხი
- 27 ნოემბერი, 2025ქალაქის პასუხი
- 27 ნოემბერი, 2025ქალაქის პასუხი
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა