ქალაქი თბილისი, უცნობ გმირთა ქუჩა, N 7
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7720222
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 ნოემბერი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ელგუჯა პატაშური
- დეველოპერი (ს/კ)
- 400237463
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.21.001.354
- მესაკუთრე
- შპს ''ეკო ინვესტი'' (400237463)
- ფართობი
- 16 795 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.21.001.354საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11118318
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 20 ნოემბერი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 ნოემბერი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7586032 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 20 ნოემბერს №AR11118318 განცხადებით მომართა ელგუჯა პატაშურმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7586032 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7586032 ბრძანებით შეთანხმდა №01.12.21.001.354 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს ტიპის საცხოვრებლის („ე“ ბლოკი, XIII სექტორი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებრთვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 08 აგვისტოდან 2028 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7586032 ბრძანებით შეთანხმებულ -3.60 ნიშნულზე დაზუსტდა ავტოსადგომების ფართობი, ხოლო, +21.50 ნიშნულის გეგმაზე - ბინების ნუმერაცია. შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი გასწორებული გეგმების ჩანაცვლებას. დოკუმენატაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7586032 ბრძანებით შეთანხმებულ -3.60 ნიშნულზე ავტოსადგომების ფართობად ორი სხვადასხვა ფართობი (1219.0 და 1981.9) იყო მითითებული, რაც წარმოდგენილ ამავე ნიშნულის გეგმაზე გასწორებულია. ასევე, წარმოდგენილ +21.50 ნიშნულის გეგმაზე დაზუსტებულია ბინების ნუმერაცია. ამასთან დგინდება, რომ წარმოდგენილი -3.60 და +21.50 გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების და ბინების ნუმერაციის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7586032 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7586032 ბრძანებით შეთანხმებულ -3.60 და +21.50 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების არქიტექტურული გეგმებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7586032 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 აგვისტოს №7586032 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 ნოემბერი, 2025გადაწყვეტილება7720222 - თანხმობა
- 20 ნოემბერი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- E ბლოკის ჩასწორებული გეგმები.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა