ქალაქი თბილისი , ალ. ყაზბეგის გამზირი N15.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7737754
- გადაწყვეტილების თარიღი
- 11 დეკემბერი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დავით გოგიჩაიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404465529
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.14.010.030
- მესაკუთრე
- შპს მ2 (404465529)
- ფართობი
- 8 540 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.14.010.030საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11120913
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 9 დეკემბერი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 11 დეკემბერი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 დეკემბრის №7730171 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 9 დეკემბერს №AR11120913 განცხადებით მომართა დავით გოგიჩაიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 5 დეკემბრის №7730171 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 დეკემბრის №7730171 ბრძანებით, №01.10.14.010.030 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა ოფისის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 5 დეკემბრის №7730171 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ მოთხოვნილია პროექტირების შედეგად მიღებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში სასაწყობე ფართობად 260.87 კვ.მ-ის ნაცვლად 594.74 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 893.45 კვ.მ-ის ნაცვლად 566.74 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 6851.96 კვ.მ-ის ნაცვლად 6859.12 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, არასწორი დაჯამების გამო. აგრეთვე, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 დეკემბრის №7730171 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 დეკემბრის №7730171 ბრძანებაში და პროექტირების შედეგად მიღებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში სასაწყობე ფართობად დაფიქსირდეს 594.74 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 566.74 კვ.მ., საერთო ფართობად - 6859.12 კვ.მ. 2. სამსახურის 2025 წლის 5 დეკემბრის №7730171 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა +0.35, +4.05 და +35.35 ნიშნულების გეგმებისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 დეკემბრის №7730171 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2025 წლის 5 დეკემბრის №7730171 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 11 დეკემბერი, 2025გადაწყვეტილება7737754 - თანხმობა
- 9 დეკემბერი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- gastorebuli gegmebi kazbegi.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა