ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, დავარის ქუჩა, N 4
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7746688
- გადაწყვეტილების თარიღი
- 19 დეკემბერი, 2025
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მიხეილ ჯინჭარაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 400361782
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.035.183
- მესაკუთრე
- შპს ''ჰაუსბაუ ქონსთრაქშენ'' (400361782)
- ფართობი
- 1 100 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.035.183საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11122093
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 17 დეკემბერი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 დეკემბერი, 2025ქალაქის პასუხი
2025 წლის 17 დეკემბრის №AR11122093 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 17 დეკემბერს №AR11122093 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძე და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 25 აპრილის №7458926 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 25 აპრილის №7458926 ბრძანებით, №01.72.14.035.183 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2025 წლის 11 ივლისის №7545469 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 25 აპრილის №7458926 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობი 1981.7 კვ.მ-ის ნაცვლად არის 1982.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 468.5 კვ.მ-ის ნაცვლად 512.8 კვ.მ., დამხმარე ფართობი 8.6 კვ.მ-ის ნაცვლად 15.3 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 311.4 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 317.8 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობი 3321.1 კვ.მ-ის ნაცვლად 3379.2 კვ.მ. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ წარმოდგენილ გეგმებსა და მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებული კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და დამხმარე ფართობების ჯამური მაჩვენებლები შეუსაბამოა ერთმანეთთან. გაითვალისწინეთ, რომ ±0.00 ნიშნულის გეგმაზე „4-5“ მონაკვეთსა და „B-C” ღერძებში, ასევე +26.25 ნიშნულის გეგმაზე დაფიქსირებულ კიბის უჯრედზე არ არის მითითებული შესაბამისი ფართობი. ამასთან, +26.25 ნიშნულის გეგმაზე ფიქსირდება ტექნიკური ოთახი, რომელზეც, ასევე არ არის შესაბამისი ფართობი მითითებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. საჭიროების შემთხვევაში დააზუსტოს მოთხოვნა კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, დამხმარე და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2025 წლის 25 აპრილის №7458926 ბრძანებით შეთანხმებული, არქიტექტურული გეგმების იდენტური არქიტექტურული გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე), ყველა ფართობზე შესაბამისი მაჩვენებლების დაფიქსირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2025 წლის 17 დეკემბრის №AR11122093 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 19 დეკემბერი, 2025გადაწყვეტილება7746688 - სხვა
- 17 დეკემბერი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმები 17 mindobiloba.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა