ქალაქი თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა, N 11
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7758396
- გადაწყვეტილების თარიღი
- 29 დეკემბერი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი გამყრელიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404438649
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.13.056.045
- მესაკუთრე
- ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება
- ფართობი
- 4 474 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.13.056.045საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11122222
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 19 დეკემბერი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 10 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 დეკემბერი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 07 ივლისის №7544131 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 19 დეკემბერს №AR11122222 განცხადებით მომართა გიორგი გამყრელიძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 07 ივლისის №7544131 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 07 ივლისის №7544131 ბრძანებით შეთანხმდა №01.17.13.056.045 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2025 წლის 18 დეკემბერის №7746774 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 18 დეკემბრიდან 2029 წლის 18 დეკემბერის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, მოთხოვნილია სამსახურის 2025 წლის 07 ივლისის №7544131 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად 1579.3 კვ.მ-ის ნაცვლად 1579.6 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 4522.1 კვ.მ-ის ნაცვლად 4521.7 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 43310.4 კვ.მ-ის ნაცვლად 43310.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმა შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმაზე ფართობების გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 07 ივლისის №7544131 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს: 1579.6 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 4521.7 კვ.მ., საერთო ფართობად: 43310.3 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 07 ივლისის №7544131 ბრძანებით შეთანხმებული -8.65 ნიშნულის გეგმა (მე-20 ფურცელი) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 07 ივლისის №7544131 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 07 ივლისის №7544131 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 დეკემბერი, 2025გადაწყვეტილება7758396 - თანხმობა
- 26 დეკემბერი, 2025ქალაქის პასუხი
- 19 დეკემბერი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- -3 სართული.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა