ქალაქი თბილისი, მარიჯანის ქუჩა, N 8ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7758185
- გადაწყვეტილების თარიღი
- 29 დეკემბერი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ჭიჭინაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 200099384
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.03.039.036
- მესაკუთრე
- მარინე მარძიკაშვილი (P/N: *********66)
- ფართობი
- 205 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.03.039.036საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11122541
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 23 დეკემბერი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 დეკემბერი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №7641216 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 23 დეკემბრის №AR11122541 განცხადებით მომართა გიორგი ჭიჭინაძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №7641216 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №7641216 ბრძანებით, №01.14.03.039.036 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №7641216 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კომერციული ფართობი 92.4 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 222.6 კვ.მ., დამხმარე ფართობი 253.2 კვ.მ-ის ნაცვლად 59.1 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობი 249.8 კვ.მ-ის ნაცვლად 242.5 კვ.მ., საერთო ფართობად 1030.2 კვ.მ-ის ნაცვლად 959.0 კვ.მ., შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №7641216 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს: 222.6 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 59.1 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად: 242.5 კვ.მ., საერთო ფართობად: 959.0 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №7641216 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №7641216 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №7641216 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 დეკემბერი, 2025გადაწყვეტილება7758185 - თანხმობა
- 23 დეკემბერი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- Gegmebi.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა