ქალაქი თბილისი, ქინძმარაულის II შესახვევი N 15
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7758272
- გადაწყვეტილების თარიღი
- 30 დეკემბერი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ჯობავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 405448715
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.34.003.224
- მესაკუთრე
- შპს "ანკო სამგორი" (405448715)
- ფართობი
- 4 298 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.34.003.224საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11122682
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 23 დეკემბერი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 30 დეკემბერი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №7313632 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 23 დეკემბრის №AR11122682 განცხადებით მომართა გიორგი ჯობავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №7313632 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №7313632 ბრძანებით N01.19.34.003.224 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 9 დეკემბრიდან 2026 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №7313632 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2024 წლის 9 დეკემბრიდან 2026 წლის 24 თებერვლის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირდა „2024 წლის 9 დეკემბრიდან 2025 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2024 წლის 18 ნოემბრის №AR11066286 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 14 თვეზე და 15 დღეზე თვეზე. შესაბამისად, სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №7313632 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 9 დეკემბრიდან 2026 წლის 24 თებერვლის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამსახურმა დაადგინა რომ სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №7313632 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში, ტექნიკური შეცდომის შედეგად, გამორჩენილია ნებართვის გაცემის შესახებ ჩანაწერი. სამსახურმა დაადგინა, რომ 2024 წლის 18 ნოემბრის №AR11066286 განცხადებით მოთხოვნილ იქნა კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაც დაკმაყოფილდა სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №7313632 ბრძანებით. თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად, გამორჩენილ იქნა ნებართვის გაცემის შესახებ ჩანაწერის დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №7313632 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №7313632 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმედეს N01.19.34.003.224 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცეს მშენებლობის ნებართვა. 2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 9 დეკემბრიდან 2026 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №7313632 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №7313632 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 დეკემბერი, 2025გადაწყვეტილება7758272 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა