OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ვასო გოძიაშვილის ქუჩა, N 65ა

AR11124452სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 იანვარი, 2026- ვაშლიჯვარი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7772765
გადაწყვეტილების თარიღი
20 იანვარი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ალექსანდრე თაბუკაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
205276020

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.10.016.047
მესაკუთრე
შპს ჰილს კონსტრაქშენი (205276020)
ფართობი
10 567 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11124452
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
12 იანვარი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 20 იანვარი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 09 დეკემბრის №7735039 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 12 იანვარს №AR11124452 განცხადებით მომართა ალექსანდრე თაბუკაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 09 დეკემბრის №7735039 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 09 დეკემბრის №7735039 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.10.016.047 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 09 დეკემბრის №7735039 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლეთან დაკავშირებით. შესაბამისად, სურს საზაფხულო ფართობად 2799.27 კვ.მ-ის ნაცვლად 2997.42 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 81216.27 კვ.მ-ის ნაცვლად 81413.72 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელი, ასევე განმარტავს, რომ წარმოდგენილ -2.75 (1 კორპუსი), -6.75 (2 კორპუსი) და -3.75 (2 კორპუსი) ნიშნულების გეგმებზე დამხმარე ფართობის ნაცვლად მითითებული უნდა იქნას სასაწყობე ფართობი. გარდა აღნიშნულისა, განმცხადებელი უთითებს რომ გეგმებზე დაზუსტდა საზაფხულო ფართობები. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. ამასთან, გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ -2.75 (1 კორპუსი), -6.75 (2 კორპუსი) და -3.75 (2 კორპუსი) ნიშნულების გეგმების ექსპლიკაციებზე დამხმარე ფართობების ნაცვლად მითითებული უნდა იყოს სასაწყობე ფართობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 09 დეკემბრის №7735039 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 09 დეკემბრის №7735039 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 81413.72 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 2997.42 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 09 დეკემბრის №7735039 ბრძანებით შეთანხმებული პირველი კორპუსის -2.75, +7.60, +10.90 და +27.40 და მეორე კორპუსის -6.75, -3.75, +6.60, +9.90 და +19.80 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 09 დეკემბრის №7735039 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 09 დეკემბრის №7735039 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 20 იანვარი, 2026გადაწყვეტილება7772765 - თანხმობა
  3. 12 იანვარი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა