ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 61 , (ნაკვ 5/34)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7776525
- გადაწყვეტილების თარიღი
- 20 იანვარი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი გეგელაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 204380311
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.06.005.034
- მესაკუთრე
- შპს "სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია მსუბუქი მრეწველობა" (204380311) (204380311)
- ფართობი
- 8 989 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.06.005.034საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11124587
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 13 იანვარი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 იანვარი, 2026ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7760189 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 13 იანვარს №AR11124587 განცხადებით მომართა გიორგი გეგელაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7760189 ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7760189 ბრძანებით, №01.18.06.005.034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობა/კომპლექსის (საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, კომერციული) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7760189 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად 7422.2 კვ.მ-ის ნაცვლად 7423.9 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 38087.3 კვ.მ-ის ნაცვლად 38089.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, მოთხოვნილია სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7760189 ბრძანებაზე გამორჩენილი +4.30 და +53.8 ნიშნულების არქიტექტურული გეგმების დამატება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული საოფისე ფართობი და გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი საოფისე და საერთო ფართობები, არასწორი დაჯამების გამო. აგრეთვე, შეთანხმებული +1.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ აღნიშნული ნიშნულის წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმაზე ფართობების დაზუსტება. ამასთან, ხდება შეთანხმებულ ბრძანებაზე გამორჩენილი +4.30 და +53.8 ნიშნულების არქიტექტურული გეგმების დამატება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7760189 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7760189 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 7423.9 კვ.მ., საერთო ფართობად - 38089.0 კვ.მ. 2. სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7760189 ბრძანებით შეთანხმებული +1.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 3. სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7760189 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმებს დაემატოს, ტექნიკური შეცდომის შედეგად, გამორჩენილი +4.30 და +53.8 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები. 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7760189 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 5. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7760189 ბრძანებასთან ერთად. 6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 იანვარი, 2026გადაწყვეტილება7776525 - თანხმობა
- 13 იანვარი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- Binder Gegmebi da Mindobiloba 01.13.2026.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა