OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ვანი , N 4 , (ნაკვეთი N6/36)

AR11125090სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება15 იანვარი, 2026
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7778415
გადაწყვეტილების თარიღი
26 იანვარი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
საბა ვერულაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
201944691

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.06.006.058
მესაკუთრე
შპს "მუხა" (201944691)
ფართობი
16 012 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11125090
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
15 იანვარი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
11 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 26 იანვარი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №7529471 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 15 იანვარს №AR11125090 განცხადებით მომართა საბა ვერულაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №7529471 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №7529471 ბრძანებით №01.13.06.006.058 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 2 (ორი) სამრეწველო საქონლის მაღაზიის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №7529471 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და საპროექტო ობიექტად სამრეწველო საქონლის მაღაზიის ნაცვლად 2 (ორი) სამრეწველო საქონლის მაღაზიის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2025 წლის 25 აპრილის №AR11088688 განცხადებით 2 (ორი) სამრეწველო საქონლის მაღაზიის მშენებლობის მიზნით მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე, განმცხადებლის მიერ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილ იქნა შენობის განთავსების სქემა, სადაც საპროექტო ობიექტად მითითებული იქნა 2 (ორი) სამრეწველო საქონლის მაღაზია. სამსახურმა განიხილა აღნიშნული საკითხი და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №7529471 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად 2 (ორი) სამრეწველო საქონლის მაღაზიის ნაცვლად 1 (ერთი) სამრეწველო საქონლის მაღაზია დაფიქსირდა. ამასთან, სამსახურში ფიქსირდება 2025 წლის 24 ოქტომბრის №AR11114039 განცხადება 2 (ორი) სამრეწველო საქონლის მაღაზიის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №7529471 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №7529471 ბრძანებაში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდეს: 2 (ორი) სამრეწველო საქონლის მაღაზია. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №7529471 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №7529471 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 26 იანვარი, 2026გადაწყვეტილება7778415 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა