OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ლეო კვაჭაძის ქუჩა, N 19დ

AR11125264სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება16 იანვარი, 2026
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7801774
გადაწყვეტილების თარიღი
10 თებერვალი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვერიკო ბაბუციძე
დეველოპერი (ს/კ)
405067519

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.16.097.087
მესაკუთრე
შპს "ჯეი4" (405067519)
ფართობი
7 098 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11125264
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
16 იანვარი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
25 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 თებერვალი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №7752764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 16 იანვარს №AR11125264 განცხადებით მომართა ვერიკო ბაბუციძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №7752764 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №7752764 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, ლეო კვაჭაძის №19დ-ში მდებარე №72.16.21.439 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (A-12) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №7752764 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და ბრძანებაში საპროექტო მიწის ნაკვეთის ძველი - №72.16.21.439 საკადასტრო კოდის ნაცვლად, საპროექტო მიწის ნაკვეთის ახალი - №01.72.16.097.087 საკადასტრო კოდის დაფიქსირებას. ამასთან, ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად 312.5 კვ.მ-ის დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882026000535, მომზადების თარიღი: 08/01/2026 წ.) თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით, ქ. თბილისში, ლეო კვაჭაძის №19დ-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია №01.72.16.097.087 და აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ჯეი4“ (ს/ნ: 405067519). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B26010165, მომზადების თარიღი: 28/01/2026 წ.) თანახმად, შპს „ჯეი4“-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დავით საგანელიძე (პ/ნ: 01024006858). ხოლო, მის მიერ 2026 წლის 31 დეკემბერს გაცემული მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, ქ. თბილისში, ლეო კვაჭაძის №19დ-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია №01.72.16.097.087 და არ არის შეცვლილი საპროექტო მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართობი, შესაძლებელია სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №7752764 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და №72.16.21.439 საკადასტრო კოდის ნაცვლად №01.72.16.097.087 საკადასტრო კოდის დაფიქსირება. ამასთან, საპროექტო ობიექტისთვის გათვალისწინებულია 24 ღია ავტოსადგომი, საერთო ფართობით 312.5 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №7752764 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს - 312.5 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2025 წლის 23 დეკემბრის №7752764 ბრძანებაში ცვლილების შეტანას საკადასტრო კოდის მითითებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობის დაფიქსირების ნაწილში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №7752764 ბრძანებაში და: 1.1. ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველში საკადასტრო კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”. საკადასტრო კოდი: №01.72.16.097.087.“. 1.2. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს: ქ. თბილისში, ლეო კვაჭაძის ქუჩა №19დ-ში მდებარე №01.72.16.097.087 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი.“. 1.3. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 312.5 კვ.მ. 1.4. შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №7752764 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 23 დეკემბრის №7752764 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 10 თებერვალი, 2026გადაწყვეტილება7801774 - თანხმობა
  3. 9 თებერვალი, 2026ქალაქის პასუხი
  4. 9 თებერვალი, 2026ფაილები აიტვირთა
  5. 16 იანვარი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა