OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა, N 2

AR11125743სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება22 იანვარი, 2026
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7785873
გადაწყვეტილების თარიღი
28 იანვარი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მაია გოთუა
დეველოპერი (ს/კ)
204929140

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.01.008.068
მესაკუთრე
შპს "ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი" (204929140)
ფართობი
3 102 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11125743
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
22 იანვარი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 28 იანვარი, 2026გადაწყვეტილება7785873 - თანხმობა
  2. 28 იანვარი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 სექტემბრის №7624654 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 22 იანვარს №AR11125743 განცხადებით მომართა მაია გოთუამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 12 სექტემბრის №7624654 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 სექტემბრის №7624654 ბრძანებით, №01.13.01.008.068 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა პოლიკლინიკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 12 სექტემბრის №7624654 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებიდან აუზის 42.5 კვ.მ. ფართობის ამოღება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში განაშენიანების ფართობად 4502.7 კვ.მ-ის ნაცვლად 4533.0 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 1326.1 კვ.მ-ის ნაცვლად 1325.2 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1046.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1039.2 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 88.7 კვ.მ-ის ნაცვლად 104.9 კვ.მ-ის, საორდინატორო და საოპერაციოს ფართობად 717.2 კვ.მ-ის ნაცვლად 717.3 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 3931.7 კვ.მ-ის ნაცვლად 3897.3 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, არასწორი დაჯამების გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 სექტემბრის №7624654 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 სექტემბრის №7624654 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნეს აუზის 42.5 კვ.მ. ფართობი. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში განაშენიანების ფართობად დაფიქსირდეს 4533.0 კვ.მ., საოფისე ფართობად - 1325.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1039.2 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 104.9 კვ.მ., საორდინატორო და საოპერაციოს ფართობად - 717.3 კვ.მ., საერთო ფართობად - 3897.3 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 სექტემბრის №7624654 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2025 წლის 12 სექტემბრის №7624654 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა