ქალაქი თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N 38გ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7797310
- გადაწყვეტილების თარიღი
- 6 თებერვალი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზურაბ ჭაჭიაშვილი
- ორგანიზაცია
- 20705
- დეველოპერი (ს/კ)
- 405198806
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.07.007.156
- მესაკუთრე
- შპს "საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი" (405198806)
- ფართობი
- 4 577 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.07.007.156საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11127081
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 2 თებერვალი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 4 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 6 თებერვალი, 2026გადაწყვეტილება7797310 - თანხმობა
- 6 თებერვალი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7758204 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 2 თებერვალს №AR11127081 განცხადებით მომართა ზურაბ ჭაჭიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7758204 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7758204 ბრძანებით, №01.10.07.007.156 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი №5) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 26 იანვრის №7782908 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7758204 ბრძანებაში და ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 345.0 კვ.მ. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდა 54.23 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 1526.98 კვ.მ., საერთო ფართობად - 11936.27 კვ.მ. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7758204 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობი 7855.76 კვ.მ-ის ნაცლად შეადგენს 7857.53 კვ.მ-ს, ხოლო საერთო ფართობი 11936.27 კვ.მ-ის ნაცვლად 11938.04 კვ.მ-ს. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული საცხოვრებელი ფართობი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი საცხოვრებელი და შესაბამისად, საერთო ფართობები არასწორი დაჯამების გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7758204 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7758204 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 7857.53 კვ.მ., საერთო ფართობად - 11938.04 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7758204 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 29 დეკემბრის №7758204 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა