OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩა N30

AR11127149სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება2 თებერვალი, 2026
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7795437
გადაწყვეტილების თარიღი
4 თებერვალი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ფურცხვანიძე
დეველოპერი (ს/კ)
412715067

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.02.020.007
მესაკუთრე
სახელმწიფო
ფართობი
2 081 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11127149
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
2 თებერვალი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 4 თებერვალი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 04 აგვისტოს №6598572 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 2 თებერვლის №AR11127149 განცხადებით მომართა გიორგი ფურცხვანიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 04 აგვისტოს №6598572 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 04 აგვისტოს №6598572 ბრძანებით N01.12.02.020.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის მიშენება ან მიშენება - დაშენების არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2024 წლის 14 თებერვლის №6885924 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 04 აგვისტოს №6598572 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 04 აგვისტოს №6598572 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ფართობებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, გეგმებზე ფართობების გასწორება არ იწვევს სამსახურის 2023 წლის 04 აგვისტოს №6598572 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 04 აგვისტოს №6598572 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული 0.00, 4.50 და +7.8 ნიშნულის არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს, წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 04 აგვისტოს №6598572 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 04 აგვისტოს №6598572 და 2024 წლის 14 თებერვლის №6885924 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 4 თებერვალი, 2026ქალაქის პასუხი
  3. 4 თებერვალი, 2026ფაილები აიტვირთა
  4. 4 თებერვალი, 2026გადაწყვეტილება7795437 - თანხმობა
  5. 2 თებერვალი, 2026ფაილები აიტვირთა
  6. 2 თებერვალი, 2026ფაილები აიტვირთა
  7. 2 თებერვალი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა