OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა შარტავა , N 43 , (ნაკვეთი N15/69)

AR11127308სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება3 თებერვალი, 2026- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7806781
გადაწყვეტილების თარიღი
13 თებერვალი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ივანე მირცხულავა
დეველოპერი (ს/კ)
205176628

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.13.015.069
მესაკუთრე
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "ოლიმპიური ვარსკვლავი"
ფართობი
8 406 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11127308
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
3 თებერვალი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
0 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 თებერვალი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 15 იანვრის №7772730 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 03 თებერვალს №AR11127308 განცხადებით მომართა ივანე მირცხულავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 15 იანვრის №7772730 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 15 იანვრის №7772730 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.13.015.069 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის ("ბ" ბლოკის "ა" და "ბ" კორპუსები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 15 იანვრის №7772730 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3132.6 კვ.მ-ის ნაცვლად 3234.1 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 1357.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1284.5 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელი ასევე, განმარტავს, რომ სამსახურის 2026 წლის 15 იანვრის №7772730 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 და +3.00 ნიშნულების გეგმებზე დაზუსტდა კომერციული და დამხმარე ფართობების ნუმერაცია და ასევე დამხმარე ფართობების კვადრატულობები. შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი 0.00 და +3.00 გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება ნუმერაციების და ფართობების დაზუსტება. ამასთან, დგინდება, რომ დამხმარე და კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობის გასწორება იწვევს საერთო ფართობის დაზუსტებას და იგი შეადგენს 34333.9 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 15 იანვრის №7772730 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 15 იანვრის №7772730 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდეს 3234.1 კვ.მ., დამხმარე ფართობად 1284.5 კვ.მ., საერთო ფართობად 34333.9 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 15 იანვრის №7772730 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 და +3.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 15 იანვრის №7772730 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 15 იანვრის №7772730 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 13 თებერვალი, 2026გადაწყვეტილება7806781 - თანხმობა
  3. 13 თებერვალი, 2026ქალაქის პასუხი
  4. 13 თებერვალი, 2026ფაილები აიტვირთა
  5. 7 თებერვალი, 2026ქალაქის პასუხი
  6. 7 თებერვალი, 2026ფაილები აიტვირთა
  7. 3 თებერვალი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა