ქალაქი თბილისი , აეროპორტი ; ქალაქი თბილისი , თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, შიდა ტერიტორია , (ნაკვ. 001/069 ; ქალაქი თბილისი , თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია; ქალაქი თბილისი , აეროპორტი , ნაკვეთი 01/137 ; ქალაქი თბილისი , აეროპორტი , ნაკვეთი 01/138 ; ქალაქი თბილისი , თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია, (ნაკვ. 01/016) ; ქალაქი თბილისი , აეროპორტი , ნაკვეთი 01/135 ; ქალაქი თბილისი , აეროპორტი , მიმდებარე ტერიტორია (ნაკვ. 015.011); ქალაქი თბილისი , თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია, (ნაკვ. 15/005) ; ქალაქი თბილისი , აეროპორტი , (ნაკვეთი 15/016)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7815988
- გადაწყვეტილების თარიღი
- 20 თებერვალი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გოჩა მეზვრიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 208144051
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.30.001.271
- მესაკუთრე
- შპს "საქაერონავიგაცია" (208144051)
- ფართობი
- 31 015 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.30.001.271საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11129708
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 17 თებერვალი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 თებერვალი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 თებერვლის №7804589 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 17 თებერვალს №AR11129708 განცხადებით მომართა გოჩა მეზვრიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 12 თებერვლის №7804589 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური, 2026 წლის 12 თებერვლის №7804589 გადაწყვეტილებით, დაეთანხმა, №01.19.30.001.271 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ლანდშაფტური მშენებლობის განხორციელებას შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 12 თებერვლის №7804589 გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, განმცხადებელი უთითებს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საპროექტო ობიექტის მისამართი არასწორად არის დაფიქსირებული. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ სამსახურში, 2025 წლის 19 დეკემბრის №AR11122162 განცხადებით, მოთხოვნილ იქნა, №01.19.30.001.271 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ლანდშაფტური მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობაზე შესაბამისი თანხმობის მიღება. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია. სამსახურმა იმსჯელა საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, სამსახურის 2026 წლის 12 თებერვლის №7804589 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, ტექნიკური შეცდომის შედეგად, საპროექტო ობიექტის მისამართი არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 თებერვლის №7804589 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 თებერვლის №7804589 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება №01.19.30.001.271 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ლანდშაფტური მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობაზე თანხმობის მიღებას. პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოებს და გაცნობებთ, რომ სამსახურმა შეამოწმა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის (მათ შორის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ეთანხმება №01.19.30.001.271 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში ლანდშაფტური მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ, რომ ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში საპროექტო ობიექტის დემონტაჟის საკითხი წინასწარ იქნეს შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან. მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან) 1 წელი.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 თებერვლის №7804589 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 თებერვლის №7804589 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 თებერვალი, 2026გადაწყვეტილება7815988 - თანხმობა
- 17 თებერვალი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
თანხმობები და ბრძანებები1
- !!! თანხმობა - ლანდშაპტური მშენებლობა.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა