OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა, N 20

AR11130011სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება18 თებერვალი, 2026- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7823502
გადაწყვეტილების თარიღი
2 მარტი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თორნიკე დადეგაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
400214825

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.035.828
მესაკუთრე
შპს "დეველოპერული კომპანია ფართი +" (400214825)
ფართობი
3 601 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11130011
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
18 თებერვალი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 მარტი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 18 თებერვალს №AR11130011 განცხადებით მომართა თორნიკე დადეგაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.035.828 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის 23 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 11 მაისის №6456388 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2023 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №6425446 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას დაემატა №AR1960526 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი „2-2“, „3-3“, „4-4“ ფასადები და ფასადის ფრაგმენტი. სამსახურის 2025 წლის 30 დეკემბრის №7761476 ბრძანებით კვლავ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 4837.2 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 134.8 კვ.მ., საერთო ფართობად: 13064.5 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, გამარტავს, რომ -3.20, ±0.00, +3.50, +7.00, +30.1 და +40.00 ნიშნულების გეგმებზე დაზუსტდა ფუნქციები და ფართობები. შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი გასწორებული გეგმების ჩანაცვლებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ წარმოდგენილ გეგმებზე დაზუსტებულია ფუნქციები (დამხმარე) და ფართობები (საზაფხულო). ამასთან, დგინდება, რომ გეგმებზე ფართობების და ფუნქციების დაზუსტება არ იწვევს სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში დაფიქსირებული ტექნიკურ-ეკონომიკური ფართობების გასწორებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -3.20, ±0.00, +3.50, +7.00, +30.1 და +40.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181, 2023 წლის 21 აპრილის №6425446 და 30 დეკემბრის №7761476 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 2 მარტი, 2026გადაწყვეტილება7823502 - თანხმობა
  3. 25 თებერვალი, 2026ქალაქის პასუხი
  4. 25 თებერვალი, 2026ფაილები აიტვირთა
  5. 24 თებერვალი, 2026ქალაქის პასუხი
  6. 18 თებერვალი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა