ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 113
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7848520
- გადაწყვეტილების თარიღი
- 19 მარტი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მიხეილ ჯინჭარაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405653181
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.09.009.026
- მესაკუთრე
- შპს "კოლოსი კრწანისი" (405653181)
- ფართობი
- 14 123 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.09.009.026საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11133758
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 17 მარტი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 მარტი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7836839 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 17 მარტს №AR11133758 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7836839 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7836839 ბრძანებით №01.18.09.009.026 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 10 მარტიდან 2029 წლის 10 იანვრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7836839 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, მოთხოვნილია საოფისე ფართობად 4725.5 კვ.მ-ის ნაცვლად 4642.1 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 1652.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1638.7 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 8730.5 კვ.მ-ის ნაცვლად 8760.2 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 58224.0 კვ.მ-ის ნაცვლად 58156.6 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882026021181, მომზადების თარიღი: 14/01/2026) №01.18.09.009.026 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „კოლოსი კრწანისი“ (405653181). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B25105128, მომზადების თარიღი: 17/07/2025), შპს „კოლოსი კრწანისი“-ს (405653181) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ამირან ანდღულაძე (პ/ნ: 33001076370). სამსახურში, 2026 წლის 18 თებერვლის №AR11130072 განცხადებით წარმოდგენილია შპს „კოლოსი კრწანისი“-ს (405653181) დირექტორის ამირან ანდღულაძის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №250274614, რეგისტრაციის თარიღი: 11.03.2025 წ.). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7836839 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საოფისე ფართობი: 4642.1 კვ.მ, კომერციული ფართობი: 1638.7 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 8760.2 კვ.მ, საერთო ფართობი: 58156.6 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7836839 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (7-35 ფურცლები) ჩანაცვლდეს, წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7836839 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7836839 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 19 მარტი, 2026გადაწყვეტილება7848520 - თანხმობა
- 16 მარტი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმა ახალი ცვლილებისთვის.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა