OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა

AR11135872სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება30 მარტი, 2026- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
გიორგი ჩახნაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
204546045

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
81.08.19.327
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება "ტერაბანკი" (204546045)
ფართობი
5 846 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11135872
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
30 მარტი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 1 აპრილი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარმოდგენილი თქვენი 2026 წლის 30 მარტის №AR11135872 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №81.08.19.327) ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო ზონა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო ზონაში (სოფზ) დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დამხმარე შენობა-ნაგებობებისა კანონმდებლობის შესაბამისად, და ასევე საკულტო შენობა-ნაგებობების განთავსება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე. ასევე გაცნობებთ, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისას გამოიყო და მის ძირითად ნახაზზე დატანილია ურბანული განაშენიანების კონტური, რომლის მიღმაც ყვება თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ: №81.08.19.327). განაშენიანების კონტური წარმოადგენს საზღვარს ქალაქის განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის და განისაზღვრება მის გარეთ არსებული ტერიტორიების საქალაქო სამშენებლო განვითარების შეზღუდვის პირდაპირ პირობად. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე ვრცელდება რკინიგზის შეზღუდვა და აეროპორტის დაცვის არეალი. დამატებით განგიმარტავთ, რომ სამსახური ყოველ კონკრეტულ შემთხვევას (მათ შორის, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხს) განიხილავს, სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tas.ge) შესაბამისი ნომენკლატურით განცხადების დარეგისტრირების შემთხვევაში, კონკრეტული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ინდივიდუალურად კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების (მიმდებარე განაშენიანების და მიწის ნაკვეთზე არსებული შეზღუდვების) გათვალისწინებით.

    მეტის ჩვენება
  2. 30 მარტი, 2026ფაილები აიტვირთა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა