ქალაქი თბილისი, ლეო კვაჭაძის V გასასვლელი, N 8-10
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7948098
- გადაწყვეტილების თარიღი
- 3 ივნისი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გურამ პატარქალიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405115450
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.16.093.006
- მესაკუთრე
- შპს "ვინჩი დეველოპმენტი" (405115450)
- ფართობი
- 650 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.16.093.006საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11136206
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 4 აპრილი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 13 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 3 ივნისი, 2026ქალაქის პასუხი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 15/12/2025 წლის დ16.01253495 ბრძანების (სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე) გათვალისწინებით, 1. დაკმაყოფილდეს 2026 წლის 4 აპრილის AR11136206 განცხადება და დამტკიცდეს თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები; 2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები I. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ: 1. საკადასტრო კოდ(ებ)ი: 01.72.16.093.006 2. ფართობი: 650.00 კვ.მ 3. მიზნობრივი დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო 4. ზონები, რომლებიც ვრცელდება ნაკვეთზე: • ფუნქციური ზონა (ზონები): სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3); • ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონა: პერიფერიული ზონა; II. ძირითადი მოთხოვნები მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ: 1. სამშენებლო განვითარების მიზანი: • მშენებლობის სახეობა: ახალი მშენებლობა • საპროექტო ობიექტი: სააგარაკე-დასასვენებელი საცხოვრებელი სახლი • ფუნქცია/დანიშნულება: საცხოვრებელი 2. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები: • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით დადგენილი კონკრეტული ფუნქციური ზონ(ებ)ის პარამეტრები: სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3) სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი გამოყენების ტერიტორიებს; განაშენიანების რეგულირების პარამეტრები (რზ–3) კ-1 0,3 კოეფიციენტი კ-2 1,0 კოეფიციენტი კ-3 0,6 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე 10/1 ** ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 600* კვ.მ მინიმალური სიგანე – მეტრი მინიმალური სიღრმე – მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე 12*** მეტრი შენიშვნა * 2020 წლის 1 იანვრიდან (დაყოფის) გამიჯვნის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთზე სასტუმროსა და სააგარაკე- დასასვენებელი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის **სააგარაკე-დასასვენებელი საცხოვრებელი სახლებისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში *** საგამონაკლისო სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული შენობებისათვის შენიშვნა: კოეფიციენტების ანგარიშის წესი იხილეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებში. 3. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა: • საზოგადოებრივი საზღვრები: სამხრეთ-აღმოსავლეთი • უკანა ეზო: იხ.დანართი • მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე: განისაზღვროს საზოგადოებრივი საზღვრებისა და უკანა ეზოს მხრიდან შენიშვნა: მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის კონკრეტული წესები იხილეთ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“-ს V თავი. III. გაფრთხილება: 1. არქიტექტურული პროექტი უნდა მომზადდეს წინამდებარე პირობების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. დაცულ იქნას სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადგენილი პირობები.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 3 ივნისი, 2026გადაწყვეტილება7948098 - თანხმობა
- 1 ივნისი, 2026ქალაქის პასუხი
- 21 მაისი, 2026ქალაქის პასუხი
- 21 მაისი, 2026ფაილები აიტვირთა
- 5 მაისი, 2026ქალაქის პასუხი
- 5 მაისი, 2026ფაილები აიტვირთა
- 4 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
- 30 მარტი, 2026ფაილები აიტვირთა
- 30 მარტი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- q.Tbilisi leo kvaWaZis V-e gasasvleli #8-10_01.72.16.093.006.dwg
სხვა ფაილები8
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა