OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , მოსკოვის გამზირი N25

AR11136252ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება31 მარტი, 2026- სამგორი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
ირმა ირემაძე
დეველოპერი (ს/კ)
406115350

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.11.008.052
მესაკუთრე
ვიქტორია გამმერ (P/N: *********67)
ფართობი
9 549 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11136252
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
31 მარტი, 2026
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 7 აპრილი, 2026ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ შემდეგს: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. სამსახურს მისი უფლებამოსილების თგათვალისწიბნებით რ მიაჩნია მიზანშეწონილად მსგავსი სახით ფასადზე აბრების განთავსება , შესაძლებელია აბრა მოეწყოს მხოლოდ შუბლის ნაწილში ჰორიზონტალურ ზოლში და სევე მოეწყოს საჩრდილობელი მოქმედი კანონმდებლობის , რეგულაციების გათვალისწინებით და დაცვით . ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით იმისათვის რომ სამსახურმა შეძლოს თქვენს მიერ დაგეგმილ სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი : წარმოდგენილ იქნეს შპს ლუკატინიოს ფართის მიმართ უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნეს მესაკუთრის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა. მოთხოვნის შინაარსის ტექსტში განიმარტოს საკადასტრო გეგმის მონაცემებით რომელი შენობის ფასადზე იგეგმება აბრების განთავსება; გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც , რომ AR1623096 (გაცემის თარიღი : 03.09.2018წ) განცხადებით აღნიშნულ ფართის ფასადზე სამსახურის მიერ გაცემული იქნა ბანკომატის განთავსების უფლება. წარმოდგენილი ფოტოსურათებით დგინდება , რომ შეცვლილია ფასადი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოსადგენი გექნებათ აღნიშნული ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ( შესაბამისი ესკიზური ვარიანტის თანდართვით) ან წინააღმდეგ შემთხვევაში თუ განხორციელებულია უნებართვო მშენებლობა , ასეთ შემთხვევაში წარმოსადგენი გექნებათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცის მიერ გაცემული სამართალდარღვევის აქტი და აღნიშნული აქტის საფუძველზე გადახდილი ჯარიმის ქვითარი უნებართვოდ განხორციელებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით . ..ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი : წარმოსადგენი გექნებათ განახლევული ფოტომონტაჟი შემდეგი რეგულაციების გათვალისწინებით და დაცვით : სარეკლამო აბრების მოწყობისას დაცული უნდა იქნას მოქმედი რეგულაციები და კანონმდებლობა : რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე- 2 პუნქტის თანახმად, "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მუხლი 18, პუნქტი 10, ქვეპუნქტი ა)–ს თანახმად: განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. შემდეგს:ქ . თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14–39 დადგენილების მუხლი 34.თანახმად დაუშვებელია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის, ან სხვა საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში, გრუნტის ზედაპირიდან 2,7 მ-მდე სიმაღლეზე შეჭრა 0.3 მ-ზე მეტად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა წარმოადგინოთ განახლებული ფოტომონტაჟი , რეალურ მდგომარეობასთან მისადაგებული , იქნას ისეთი რაკურსის ხედიდან ფიქსაციით , რომელზეც შესაძლებელი იქნება საჩრდილობლის აღქმაც , რომელზეც მისათითებელია მასალა და ზომები დეტალურად. მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოსადგენი გექნებათ საჩრდილობლის ესკიზი ( საჩრდილობლის ზომებით ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან პერპენდიკულარული მანძილის მითითებით, გრუნტის ზედაპირიდან საჩრდილობლის ქვედა და ზედა ნიშნულის მითითებით, ფასადიდან ტენტის გადმოწევის მანძილი და კედელში ჩამაგრების კვანძების ასახვით ). -ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემთხვევაში, სამსახური იმსჯელებს თქვენს მოთხოვნაზე/განსახორციელებელი სამუშაოების მიზანშეწონილობაზე და სამსახურის გადაწყვეტილება გეცნობებათ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი

    მეტის ჩვენება
  2. 31 მარტი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა