ქალაქი თბილისი, ვლადიმერ უგრეხელიძის ქუჩა, N 15
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7881540
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 აპრილი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კონსტანტინე ღვინჯილია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405561486
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.03.040.544
- მესაკუთრე
- შპს ''მეტროპოლ ქავთარაძე'' (405561486)
- ფართობი
- 16 490 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.03.040.544საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11137407
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 7 აპრილი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 აპრილი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 7 აპრილს №AR11137407 განცხადებით მომართა კონსტანტინე ღვინჯილიამ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებით, №01.14.03.040.544 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (B-2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №7857390 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და შეთანხმებული ±0.00, +3.00, +54.60, +67.80, +71.10, +74.40 და +87.60 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2026 წლის 19 მარტს №AR11134458 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, შეთანხმებული ფასადები და ჭრილები შეუსაბამოა საპროექტო ობიექტის არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციულ ნაწილთან, კერძოდ +87.60 ნიშნულზე „ა-ზ“ და „1-4“, „9-10“ და „ა-ე“ ღერძებთან მდებარე აივნის გადახურვის ნაწილში. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება და შეთანხმებული ჭრილებისა და ფასადების ჩანაცვლება წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული ფასადებითა და ჭრილებით. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფასადები და ჭრილები შეადარა შეთანხმებულ დოკუმენტაციას, მათ შორის არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს და დაადგინა, რომ შეთანხმებული ფასადები და ჭრილები +87.60 ნიშნულზე „ა-ზ“ და „1-4“, „9-10“ და „ა-ე“ ღერძებთან მდებარე აივნის გადახურვის ნაწილში შეუსაბამოა არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციულ ნაწილთან. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა და შეთანხმებული ფასადებისა და ჭრილების ჩანაცვლება წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული ფასადებითა და ჭრილებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში და შეთანხმებული ფასადები და ჭრილები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული ფასადებითა და ჭრილებით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 აპრილი, 2026გადაწყვეტილება7881540 - თანხმობა
- 15 აპრილი, 2026ქალაქის პასუხი
- 14 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
- 8 აპრილი, 2026ქალაქის პასუხი
- 8 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
- 7 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა