OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი, N 64

AR11138090სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 აპრილი, 2026
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7888125
გადაწყვეტილების თარიღი
21 აპრილი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი მაზიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405580198

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.01.005.625
მესაკუთრე
შპს კ3 თაუერ (405580198)
ფართობი
6 807 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11138090
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
14 აპრილი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 აპრილი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 19 მარტის №7850614 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 14 აპრილის №AR11138090 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 19 მარტის №7850614 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 19 მარტის №7850614 ბრძანებით №01.12.01.005.625 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ა ბლოკი) და ცალკე მდგომი მრავალადგილიანი ავტოსადგომის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 19 მარტიდან 2028 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2026 წლის 1 აპრილის №7866984 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 19 მარტის №7850614 ბრძანებაში საერთო, საზაფხულო და დამხმარე ფართობთან დაკავშირებით. ამასთან, სამსახურის 2026 წლის 19 მარტის №7850614 ბრძანებით შეთანხმებული -3.10 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2026 წლის 27 მარტის №AR11135828 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2026 წლის 19 მარტის №7850614 ბრძანებაში და ამავე ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ბრძანებაში არასწორად არის მითითებული მშენებლობის ვადა, ხოლო კალენდარულ გრაფიკში მე-8 და მე-9 ეტაპებში არასწორად არის დაფიქსირებული ნიშნული და სამუშაოების ჩამონათვალი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი შეადარა შეთანხმებულ დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 19 მარტის №7850614 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზი არ ფიქსირდება. კერძოდ, 2026 წლის 21 იანვრის №AR11125523 განცხადებაზე კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილ იქნა 36 თვეზე, რომელთაგან 5 თვის სამუშაოები უკვე შესრულებული იყო. შესაბამისად, მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 36-5=31 თვით, რაც ასახულ იქნა კიდეც ბრძანებაში. რაც შეეხება კალენდარულ გრაფიკში მე-8 და მე-9 ეტაპების გასწორებას, სამსახურმა დაადგინა, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 19 მარტის №7850614 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტის მე-7 გვერდი და კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული მშენებლობის ორგანიზების პროექტის მე-7 გვერდით და კალენდარული გრაფიკით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 19 მარტის №7850614 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 19 მარტის №7850614 და 2026 წლის 1 აპრილის №7866984 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 აპრილი, 2026გადაწყვეტილება7888125 - თანხმობა
  3. 14 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა