OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, მიხა ხელაშვილის ქუჩა, N 11

AR11139140სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება21 აპრილი, 2026- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7893230
გადაწყვეტილების თარიღი
23 აპრილი, 2026
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
დაწყება: 8 აპრილი, 2026
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მაია სესიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405059859

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.014.722
მესაკუთრე
შპს "დომუს ალუმინიუმი" (405059859)
ფართობი
3 850 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11139140
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
21 აპრილი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 23 აპრილი, 2026ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 8 აპრილის №7873334 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 21 აპრილს №AR11139140 განცხადებით მომართა მაია სესიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 8 აპრილის №7873334 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება დემონტაჟის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 8 აპრილის №7873334 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.014.722 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე №01/2 შენობის დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის ნებართვა. დემონტაჟის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 8 აპრილიდან 2026 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 8 აპრილის №7873334 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ „2026 წლის 8 აპრილიდან 2026 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა „2026 წლის 8 აპრილიდან 2026 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 24 მარტის №AR11135055 განცხადებით, მოთხოვნილ იქნა დემონტაჟის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და დემონტაჟის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის დემონტაჟის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 6 თვეზე. სამსახურის 2026 წლის 8 აპრილის №7873334 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად დემონტაჟის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 8 აპრილის №7873334 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 8 აპრილის №7873334 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. დემონტაჟის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 8 აპრილიდან 2026 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 8 აპრილის №7873334 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2026 წლის 8 აპრილის №7873334 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 23 აპრილი, 2026გადაწყვეტილება7893230 - თანხმობა
  3. 21 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
  4. 21 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა