OpenCAD
შუალედური

ქალაქი თბილისი, იოსებ გრიშაშვილის ქუჩა, N 52ა

AR11139574ახალი მშენებლობამრავალბინიანი23 აპრილი, 2026- თელეთი
საერთო ფართობი
2 792,6 მ²
განაშენიანების ფართობი
3 252,7 მ²
საცხოვრებელი ფართობი
1 366,6 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
1 260 მ²
სიმაღლე
25,5 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
8,5 მ
სამშენებლო მოცულობა
10 370 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8040005
გადაწყვეტილების თარიღი
10 აგვისტო, 2026
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ელგუჯა პატაშური
დეველოპერი (ს/კ)
204557862

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    გიორგი სიხარულიძე
    პირადი ნომერი
    *********21
    ორგანიზაცია
    შპს "გრიშაშვილი ნოვ"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    406260727
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    მაცაცო ჯინჭარაშვილი
    პირადი ნომერი
    *********00
    ორგანიზაცია
    Line georgia
    საიდენტიფიკაციო კოდი
    406030593
  • თანაავტორები
    სახელი
    შავლეგო მაღრაძე
  • სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    ირაკლი ავსაჯანისვილი
  • სპეციალისტიIII კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთ
    სახელი
    გიორგი გურგენიძე

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.04.005.018
მესაკუთრე
შპს "კაზმა" (204557862)
ფართობი
1 260 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 17 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11139574
სტატუსი
შუალედური
რეგისტრაცია
23 აპრილი, 2026
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 17 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

ახლა ელოდება
განმცხადებლის პასუხს
ქალაქის ბოლო პასუხი: 17 ნოემბერი, 2026 (6 დღე)
შენიშვნების რაუნდები
5

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 17 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარმოდგენილი თქვენი შეტყობინების შესაბამისად განაცხადი გიბრუნდებათ შუალედური სტატუსით მისი განხილვის გარეშე. ხარვეზების გამოსწორებისათვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება, სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 17 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალახელახლა განხილვაზე → პასუხის რეჟიმში
  3. 17 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაშუალედური → ხელახლა განხილვაზე
  4. 30 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ 2026 წლის 23 აპრილის AR11139574 განცხადება, რომელიც ეხება ქალაქ თბილისში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩა, N52ა-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს. პასუხად გაცნობებთ: 1. იმისათვის რომ სამსახურმა შეძლოს საკითხზე მსჯელობა საჭიროა დოკუმენტაციაში (გეგმები, ჭრილები ფასადები და ა.შ...) სწორად აისახოს ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული კედელის გაბარიტები (საძირკვლის გათვალისწინებით) და გათვალისწინებულ იქნეას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს № 12/5002 წერილის პირობები - საპროექტო შენობა-ნაგებობა დაშორდეს ისტორიულ კედელს იმდენად, რომ უზრუნველყოფილი იყოს კედლის ფრაგმენტის დაზიანებისა დაგანადგურებისაგან დაცვა. 2. ტოპოგრაფიული გეგმა ​- წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი ექსპერტის მიერ მომზადებული, სველი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ტოპოგრაფიული გეგმა. ტოპო გეგმაზე დაფიქსირდეს არსებული საყრდენი და ისტორიული კედლების ზუსტი მდებარეობა. 3. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები ​- წარმოდგენილ იქნეს ზედხედის ფოტოსურათები ნაკვეთის სრულად ჩვენებით. 4. გეგმები მ 1:100 ​- გეგმებზე, ჭრილებზე დატანილ იქნეს არსებული ისტორიული კედლის მდებარეობა შესაბამისი სისქსით. შენობის განტავსებისას გათვალისწინებულ იქნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოზიცია. - პარკინგის ნაწილში სავალი ნაწილი არ ქინეს გადაკვეთილი შშმ პირის სავალი ნაწილით. აგრეთვე გადასასვლელებზე მოეწყოს ზებრა.- გეგმებზე მონიშნულ იქნეს ა და ბ ტიპის მისაწვდომი საცხოვრებლები. დაზუსტდეს ექსპერტიზაში რომელ ბლოკებში და ნიშნულებზეა გათვალისწინებული აღნიშნული ტიპის საცხოვრებლები. - 41-ეს ექსპერტიზაში დაზუსტდეს პანდუსის დახრის პროცენტულობა. - სართულების სიმაღლე დაზუსტდეს ზონის შესაბამისად (არაუმეტეს 5 სართული) 5. ჭრილები მ 1:100 ​- დაფიქსირდეს გრუნტის ნიშნულები ტოპოგეგმის შესაბამისად. 6. მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა - სწორად იქნეს განსაზღვრული L-ის მნიშვნელობა უკანა ეზოდან. ​- სრულყოფილად იქნეს დატანილი ჭრილი და დაცულ იქნეს მაქსიმალური სიმაღლის გაანგარიშებით მიღებული შეზღუდვა. 7. ვექტორული CAD ფაილი - კ3 კროკი არ იქნეს გადაკვეტილი შენობების ნაწილებით (მათ შორის შენობის მოპირკეთებითა და სამანქანო პანდუსით) ​- წარმოდგენილ იქნეს საყრდენი და საპროექტო კედლების განშლა და მოცულობის ანგარიში. - წარმოდგნეილ იქნეს მიწისპირა სართულის განშლა. 8. ისტორიულ-კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით, წარმოდგენილ იქნესარქეოლოგიური შეფასება. 9. გამწვანების პროექტი დაკორექტირდეს საპროექტო ობიექტის შესაბამისად 10. საგზაო მოძროაბის ოგანიზების სქემა უნდა შეთანხმდეს ტანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან. 11. წარმოდგენილი იქნას შპს გრიშაშვილი ნოვის მიერ განმცხადებელზე გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული მინდობლობა. 12. წარმოდგენილ გეოლოგიურ კვლევაში ნიმუშების რაოდენობა განსხვავდება ლითოლოგიურ სვეტებზე ნაჩვენებისგან, დოკუმენტებში არ არის მოცემული ფენა 2-ის შესახებ ინფორმაცია ბეტონისა და არმატურისადმი აგრესიულობის შესახებ, არ არის მოცემული ინფორმაცია არსებულ ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ფენა 2-ის ჯირჯვადობის/შეკლების შესახებ, გეოლოგიურ დოკუმენტებში არ არის მოცემული ინფორმაცია გეოლოგიური საფრთხის ზონის შესახებ, და აღნიშნულიდან გამომდინარე დამატებითი ღონისძიების საჭიროების შესახებ, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული დოკუმენტები მითითებულის გამოსწროებით. 13. წარმოსადგენია კონსტრუქციული პროექტის საექსპერტო შეფასება და მომიჯნავე-შენობა-ნაგებობის ზეგავლენის კვლევის ანგარიში რომელიც მომზადებული იქნება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ა ტიპის აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ. არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო ვერ დგინდება ყველა შესაძლო ხარვეზი. ხარვეზების გამოსწორებისათვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება, სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  5. 22 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე (ოქმი N27, 06.08.2026), რომლის დასკვნის საფუძველზეც აღნიშნულ საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. რეკომენდაცია: გათვალისწინებული იქნეს საბჭოს წევრების რეკომენდაციები. იმისათვის, რომ სამსახურს მიეცეს საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს საბჭოს წევრების რეკომენდაციების გათვალისწინებით შესრულებული საპროექტო დოკუმენტაცია. აგრეთვე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა შემდეგი სახის ხარვეზები: 1. ფოტომონტაჟები მოვიდეს შესაბამისობაში ერთმანეთთან. 2. გენ-გეგმაზე დატანილ იქნეს საპროექტო ობიექტების სიმაღლის ნიშნულები. 3. შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე უკანა ეზოდან ნაანგარიშები იქნეს უმოკლესი მანძილით. 4. გეგმები მ 1:100 - ბლოკების დასახელება დატანილ იქნეს გენ-გეგმასა და გეგმებზე. - დატანილ იქნეს ცეცხლმედეგობაც და აღნიშნული ასევე აისახოს ჭრილებზეც. ​- დატანილ იქნეს პანდუსის სიგანე და მოხვევის რადიუსები 41-ე დადგენილების 406.9.4.2 ქვეთავის შესაბამისად . დაზუსტდეს პანდუსისი პროცენტული დახრა და არ გადააჭარბოს 18%-ს. გაითვალისწინეთ, რომ საავტომობილო პანდუსის 12%-დან 18%-მდე დახრის შემთხვევაში, საავტომობილო პანდუსისა და თარაზული სავალი ზედაპირის შეხების ადგილიდან, სულ მცირე, 3,5 მეტრ მანძილზე საავტომობილო პანდუსის ქანობი უნდა იყოს 8%- დან 10%-მდე, ხოლო საავტომობილო გზის ან პანდუსის თარაზულ სავალ ზედაპირზე წრიული გადასვლისას, წრის რადიუსი, სულ მცირე, 20 მეტრი უნდა იყოს, რათა არ მოხდეს ავტომობილის გადაადგილებისას მისი დაზიანება. - დაცულ იქნას ავტოსადგომის თავისუფალი მანძილები. - დატანილ იქნეს 1' ღერძთან ფ4-ის დაშორება საკადასტრო საზღვრიდან. - დაზუსტდეს ბინებში კარების გაღება და არ იქნეს გადაკვეთილი ავეჯის განთავსებით. - 2'-1' ღერძებში (-8,45 ნიშნულზე) არსებული კარი ამოღებულ იქნეს. - წარმოდგენილ იქნეს -3,60 ნიშნულის გეგმაც. - წარმოდგენილ იქნეს A ბლოკის სახურავის გეგმა სრულყოფილად. 5. ჭრილები მ 1:100 - 41-ე დადგენილების მიხედვით დამუშავდეს ჭრილებიც. ​- გაითვალისწინეთ, რომ 14-3 გრუნტთან შეხების ყველაზე დაბალი წერტილიდან, არაუმეტეს 5 სართულისა. აღნიშნულში არ იანგარიშება შენობის მიწისქვეშა ავტოსადგომში ჩასასვლელი სამანქანო პანდუსის ნაწილი და სახურავზე ლიფტის მომსახურებისთვის მოწყობილი შახტა. - 41-ეს მიხედვით დამუშავებულ გეგმეზე დატანილ იქნეს შესაბამისი აღნიშნვების სრულყოფილი ექსპლიკაცია. - სრულყოფილად იქნეს დატასნილი შშმ პირის მისაწვდომი გზასავალი. ​- წარმდოგენილ იქნეს ენერგოეფექტურობის დეკლარაციაში მოცემული კვანძების შესაბამისი დეტალური ჭრილები შესაბამისი მასალისა და ზომების მითითებით. აღნიშნული ჭრილების მდებარეობა მონიშნოს ჭრილის ნახაზებზე. - 41-ს და მისაწვდომობის გეგმარება დაზუსტდეს არქიტექტურულ გეგმარების შესაბამისად. - წარმოდგენილ იქნეს სამანქანო პანდუსის კვანძი ცალკე (ჭრილთან ერთად ზომების, პროცენტული დახრის მაჩვენებლებითა და ნიშნულების მითითებით). 6. ვექტორული CAD ფაილი ​- დაზუსტდეს კროკების კონტური და წარმოდგენილ იქნეს კოეფიციენტების ანგარიში. - კ3-ში არ იქნეს ნაანგარიშები სამანქანო პანდუსი (4 ღერძთან) - წარმოდგენილ იქნეს საყრდენი და საპროექტო კედლების განშლა და მოცულობის ანგარიში. - არსებულ ღობეებს მიეთითოს შესაბამისი ექსპლიკაცია. 7. ფოტომონტაჟები წარმოდგენილ იქნეს სხვადასხვა ხედებიდან. 8. ისტორიულ-კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით, წარმოდგენილ იქნეს არქეოლოგიური შეფასება. 9. გამწვანების პროექტი დაკორექტირდეს საპროექტო ობიექტის შესაბამისად. 10. საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების სქემების გეგმები დაზუსტდეს არქიტექტურული გეგმარების შესაბამისად. 11. სამშენებლო გენ-გეგმაზე დატანილ იქნეს დროებითი ღობის არეალი ქოლგით და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული გადაკვეთს საკადასტრო საზღვრებს (კონსოლურადაც) წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა. 12. წარმოდგენილი იქნეს საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით, შეთანხმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან. - საბოლოო შეთანხმებული სქემები წერილებთან და დანართებთან ერთად წარმოდგენილ იქნეს არქიტექტურის სამსახურში. 13. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი - დაზუსტდეს და გადახდილ იქნეს. 14. დამკვეთად დაფიქსირდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე - შპს გრიშაშვილი ნოვ და წარმოდგენილი იქნას განმცხადებელზე გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული მინდობლობა 15. კონსტრუქციულ პროექტში წარმოსადგენია ქვაბულის მოწყობის სქემატური ნახაზები საკადასტრო წითელი ხაზის დატანით, საძირკვლის მოწყობა ცდება საკადასტრო წითელ ხაზებს, კონსტრუქციულ პროექტში მითითებული იქნას ფილის სიგრძე თ-თ ღერძების გარეთ. წარმოსადგენია კონსტრუქციული პროექტის საექსპერტო შეფასება და მომიჯნავე-შენობა-ნაგებობის ზეგავლენის კვლევის ანგარიში რომელიც მომზადებული იქნება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ა ტიპის აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ. 16. წარმოდგენილი არ არის გეოლოგიური კვლევის შესახებ მომზადებული საექსპერტო შეფასება, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას გეოლოგიური დოკუმენტები სრულად, რომლის შემდგომაც მოხდება მათი განხილვა. ხარვეზების გამოსწორებისათვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება, სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  6. 22 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  7. 22 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  8. 22 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  9. 10 აგვისტო, 2026გადაწყვეტილება8040005
  10. 28 ივლისი, 2026ქალაქის პასუხი
  11. 28 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  12. 28 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  13. 28 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  14. 28 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  15. 28 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  16. 28 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  17. 23 მაისი, 2026ქალაქის პასუხი
  18. 23 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
  19. 23 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
  20. 23 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
  21. 23 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
  22. 23 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
  23. 23 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
  24. 23 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
  25. 23 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
  26. 23 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
  27. 23 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები23

ყველას ჩვენება (23)

თანხმობები და ბრძანებები1

დასკვნები და აზომვები9

ყველას ჩვენება (9)

სხვა ფაილები38

ყველას ჩვენება (38)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა