ქალაქი თბილისი, ბობ უოლშის ქუჩა, N 42
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7898683
- გადაწყვეტილების თარიღი
- 29 აპრილი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბიძინა ფხოველიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405492006
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.009.677
- მესაკუთრე
- თემური ფხოველიშვილი (P/N: *********37)
- ფართობი
- 9 700 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.009.677საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11139601
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 23 აპრილი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 აპრილი, 2026ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891688 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 23 აპრილს №AR11139601 განცხადებით მომართა ბიძინა ფხოველიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891688 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2026 წლის 22 აპრილის №7891688 გადაწყვეტილებით სამსახური დაეთანხმა ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა №42-ში მდებარე №01.72.14.009.677.03.01.105 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების (კონდიციონერი და ბუნებრივი აირის ბოილერი) განხორციელების შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891688 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად არის დაფიქსირებული განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2026 წლის 30 მარტის №AR11136156 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა №42-ში მდებარე №01.72.14.009.677.03.01.105 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების (კონდიციონერი და ბუნებრივი აირის ბოილერი) განხორციელების შესაძლებლობაზე შესაბამისი თანხმობის მიღება. სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891688 გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად გადაწყვეტილების ტექსტში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891688 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891688 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა №42-ში მდებარე №01.72.14.009.677.03.01.105 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების (კონდიციონერი და ბუნებრივი აირის ბოილერი) განხორციელების შესაძლებლობაზე შესაბამისი თანხმობის მიღებას. პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის ობიექტს და გაცნობებთ, რომ სამსახურმა შეამოწმა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ეთანხმება, ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა №42-ში მდებარე №01.72.14.009.677.03.01.105 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების (კონდიციონერი და ბუნებრივი აირის ბოილერი) განხორციელების შესაძლებლობას. - სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვით და უზრუნველყოფილი იქნეს კონსტრუქციული მდგრადობა. გაითვალისწინეთ, მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან) 1 წელი.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891688 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891688 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 აპრილი, 2026გადაწყვეტილება7898683 - თანხმობა
- 23 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 105.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა