OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ბობ უოლშის ქუჩა, N 42

AR11139607სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება23 აპრილი, 2026- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7898366
გადაწყვეტილების თარიღი
28 აპრილი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბიძინა ფხოველიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405492006

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.009.677
მესაკუთრე
თემური ფხოველიშვილი (P/N: *********37)
ფართობი
9 700 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11139607
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
23 აპრილი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 28 აპრილი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891782 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 23 აპრილის №AR11139607 განცხადებით მომართა ბიძინა ფხოველიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891782 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891782 გადაწყვეტილებით, სამსახური დაეთანხმა ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა, N42-ში, კერძო საკუთრებაში არსებული ფართის ფასადზე კონდენციონერის გარე აგრეგატისა და ბუნებრივი აირის ბოილერის განთავსების შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891782 გადაწყვეტილების ტექსტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში საუბარია მხოლოდ კონდენციონერის გარე აგრეგატის განთავსების შესაძლებლობის შესახებ. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2026 წლის 30 მარტის №AR11136158 განცხადებით სამსახურს მომართა ბიძინა ფხოველიშვილმა და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ ბინის ფასადზე ბუნებრივი აირის ბოილერისა და კონდენციონერის გარე აგრეგატის კარადის განთავსებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა. თუმცა, გადაწყვეტილების პირველ და მეორე აბზაცში „ბუნებრივი აირის ბოილერისა და კონდენციონერის გარე აგრეგატის“ ნაცვლად დაფიქსირებულია მხოლოდ „კონდენციონერის გარე აგრეგატი“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891782 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა, N42-ში, კერძო საკუთრებაში არსებული ფართის ფასადზე კონდენციონერის გარე აგრეგატისა და ბუნებრივი აირის ბოილერის განთავსებას. პასუხად გაცნობებთ, რომ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება I კლასის ობიექტს, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას ადასტურებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების დანართი 1-ის თანახმად სამსახურმა შეამოწმა წარმოდგენილი დოკუმენტაციის (საკადასტრო მონაცემები N 01.72.14.009.677.03.01.110, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – რეგ. N 882024503831 16/04/2024წ; არსებული ფოტო, ფოტომონტაჟი) ქალაქგეგმარებით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ადასტურებს ქ. თბილისში, ბობ უოლშის ქუჩა, N42-ში, კერძო საკუთრებაში არსებული ფართის ფასადზე კონდენციონერის გარე აგრეგატისა და ბუნებრივი აირის ბოილერის განთავსების შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ, მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან) 1 წელი.“ 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891782 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის №7891782 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 28 აპრილი, 2026გადაწყვეტილება7898366 - თანხმობა
  3. 23 აპრილი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა