OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის III შესახვევი, N 7

AR11141019ახალი მშენებლობაინდ. ერთბინიანი4 მაისი, 2026- დიღომი
საერთო ფართობი
208,9 მ²
განაშენიანების ფართობი
237,2 მ²
საცხოვრებელი ფართობი
153,6 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
300 მ²
სიმაღლე
8,9 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
2,5 მ
სამშენებლო მოცულობა
1 400 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7930440
გადაწყვეტილების თარიღი
22 მაისი, 2026
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ჯემალი ჩიკვაიძე
დეველოპერი (ს/კ)
405730525

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    გიორგი მიხანაშვილი
    პირადი ნომერი
    *********77
    ორგანიზაცია
    შ.პ.ს. "ანთაგი 2024"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    405730525
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    ჯემალი ჩიკვაიძე
    პირადი ნომერი
    *********93
    ორგანიზაცია
    შ.პ.ს. "ოპიზერს ხურო"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    404732312
  • სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    ჯემალი ჩიკვაიძე

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.370.030
მესაკუთრე
შპს "ანთაგი 2024" (405730525)
ფართობი
300 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11141019
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
4 მაისი, 2026
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
18 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 22 მაისი, 2026გადაწყვეტილება7930440
  2. 22 მაისი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: 1. წარმოსადგენია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები, სააგენტოს მიერ შეთანხმებული სქემა უნდა შეათანხმოთ ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. შეთანხმებული დოკუმენტაცია წარმოსადგენია სამსახურში. 2. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ფუნქციას. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულების სახით დაფიქსირდეს: „შენობა-ნაგებობის როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდში შენარჩუნდება შენობის ფუნქცია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ და არ მოხდება ობიექტის დაყოფა ცალკეულ საცხოვრებელ ერთეულებად (ბინებად), იდენტიფიცირებად ფართებად.“. საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულება უნდა დაფიქსირდებოდეს ზუსტად ზემოაღნიშნული ფორმულირებით და საფუძვლებში მითითებული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წინამდებარე გადაწყვეტილების ნომერი. 3. წარმოსადგენია საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევა, აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოსადგენია თანდართული საექსპერტო შეფასებით. 4. წარმოსადგენია საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა, აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოსადგენია თანდართული საექსპერტო შეფასებით. 5. “შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილების შესაბამისად, წარმოსადგენია https://geecb.ge/index.php/ka/ - საიტის მეშვეობით, მომზადებული ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დეკლარაცია. წარმოადგენილ იქნას კედლებისა და სახურავის ფრაგმენტის ჭრილი, ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად, დეტალური შრეების ჩვენებითა და ექსპლიკაციის მითითბით. დეკლარაციის პირველი გვერდი წარმოდგენილ იქნას (სადაც მითითებულია ვალიდურობის ლინკი და შემსრულებელი) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ დეკლარაციის ვალიდურობის ლინკი სამსახურის მიერ უნდა ინდენთიფიცირდებოდეს (ინიშნებოდეს) მარტივად. 6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-46 დადგენილების „ დანართი 2“-ით განსაზღვრული წესის შესაბამისად, წარმოდგეილ იქნეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისიწნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის 2,4 (ორი და ორმოცი) ლარი). გადახდა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების 300773189 სახაზინო კოდზე (მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის) და დამატებით დანიშნულებაში მითითებულ იქნეს მშენებლობის ნებართვის განაცხადის ნომერი. 7. წარმოსადგენია საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-19-ე მუხლის, მე-2 და მე-3, ქვეპუნქტების შესაბამისად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) მიწის ნაკვეთის მისამართს; გ) მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; დ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს; ე) შენობა-ნაგებობის დაზუსტებულ სართულიანობას ან/და გაბარიტებს. ვ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან განაშენიანების დეტალური გეგმის რეკვიზიტებს. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. გაითვალისწინეთ: საინფორმაციო დაფა რეალურად უნდა იყოს ტერიტორიაზე განთავსებული და საინფორმაციო დაფაზე წარწერები არ უნდა იყოს ტექნიკური მანიპულაციით შესრულებული. 8. ვინაიდან მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარზე ფიქსირდება სს“ ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ელექტროგადამცემი ხაზი (N 01.02.204) წარმოსადგენია მესაკუთრის თანხმობა, თანდართულ დამოწმებულ გენ გეგმასთან ერთად. 9. .საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: გრაფაში აიტვირთოს გენ გეგმა, ამჟამად წარმოდგენილია მსენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის სამშენებლო მოედნის გეგმა. 10. .ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .0.00 ნიშნულის ზევით (მ).: .ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .0.00 ნიშნულის ქვევით (მ).: მონაცემები დაფიქსირდეს ჭრილის შესაბამისად 11. .შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .ჭრილების pdf ფაილი.: დაფიქსირდეს ჩაღრმავების ნისნული, 0.00 ნიშნულის ქვევით. 12. .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : პანდუსი აისახოს სხვა დოკუმენტაციის შესაბამისად. დამატებით წარმოდგენილ იქნეს ფოტოსურათზე დამუშავებული ფოტომონტაჟები. 13. .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : დაკორექტირდეს ზემოაღნიშნულის შესაბამისად 14. .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი. -> .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილი.: გრაფიკში საკადასტრო მონაცემები დაფიქსირდეს სწორად. 15. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს კ-2 კოეფიციენტის მაჩვენებლის შესაბამისად 1 კვ.მ_ზე 4 ლარის ოდენობით. 16. წარმოდგენილ იქნეს განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა და მიწის ნაკვეთის იპოთეკარის თანხმობა. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში განახლებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული განაცხადი დატოვოს განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  3. 4 მაისი, 2026ფაილები აიტვირთა
  4. 4 მაისი, 2026ფაილები აიტვირთა
  5. 3 მაისი, 2026ფაილები აიტვირთა
  6. 3 მაისი, 2026ფაილები აიტვირთა
  7. 3 მაისი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები10

ყველას ჩვენება (10)

სხვა ფაილები7

ყველას ჩვენება (7)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა