OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N82-ის მიმდებარედ, ბაგები, ბაგების მიმდებარედ.

AR11141721სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება7 მაისი, 2026- ვაკე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7915796
გადაწყვეტილების თარიღი
11 მაისი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლაშა გუგეშაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405073370

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.10.001.100
მესაკუთრე
შპს "ვიქტო" (405073370)
ფართობი
4 711 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11141721
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
7 მაისი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
4 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 11 მაისი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №7807214 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 7 მაისს № AR11141721 განცხადებით ლაშა გუგეშაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №7807214 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №7807214 ბრძანებით, №01.14.10.001.100 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 23 აპრილის №7893074 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №7807214 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 4267.1 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 680.9 კვ.მ., საერთო ფართობად - 7972.5 კვ.მ., ხოლო, შეთანხმებული +3.60 - +26.70 ნიშნულების გეგმები (17-24 გვ.) ჩანაცვლდა 2026 წლის 8 აპრილის №AR11137410 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №7898240 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №7807214 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 4267.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 693.9 კვ.მ., საერთო ფართობად - 7985.6 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №7807214 ბრძანებით შეთანხმებული +23.40 და +26.70 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2026 წლის 24 აპრილის №AR11139697 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. წინამდებარე განცხადებით განმარტებულია, რომ სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №7807214 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, დამხმარე ფართობი 234.8 კვ.მ-ის ნაცვლად არის 267.8 კვ.მ., საერთო ფართობი 7985.6 კვ.მ-ის ნაცვლად არის 8017.9 კვ.მ. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. აღსანიშნავია, რომ მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი შეადგენს არა 8017.9 კვ.მ-ს, როგორც მოთხოვნის ტექსტშია დაფიქსირებული, არამედ 8018.6 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №7807214 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №7807214 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 267.8 კვ.მ., საერთო ფართობად - 8018.6 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ ,თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №7807214 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №7807214, 2026 წლის 23 აპრილის №7893074 და 2026 წლის 28 აპრილის №7898240 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 11 მაისი, 2026გადაწყვეტილება7915796 - თანხმობა
  3. 7 მაისი, 2026ფაილები აიტვირთა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა