OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, N 46

AR11142774სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება17 ივნისი, 2026- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8007193
გადაწყვეტილების თარიღი
16 ივლისი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ ლოლაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405463724

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.06.001.205
მესაკუთრე
ნაჩმან იდელს (P/N: 0-1211890-7)
ფართობი
5 700 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11142774
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
17 ივნისი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 16 ივლისი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6831741 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 13 მაისს №AR11142774 განცხადებით მომართა ზურაბ ლოლაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6831741 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6831741 ბრძანებით, №01.10.06.001.205 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6900983 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა 2024 წლის 8 იანვრის №6831741 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა 4218.1 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1066.9 კვ.მ., საერთო ფართობად - 30674.7 კვ.მ. ხოლო, შეთანხმებული -5.080 და „-4.000 და - 2.200“ ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 7 თებერვლის №AR11014607 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით (მე-2 და მე-4 გვერდები). სამსახურის 2024 წლის 5 ივლისის №7117385 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 20681.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 2672.7 კვ.მ., საერთო ფართობად დაფიქსირდეს - 30653.9 კვ.მ. ხოლო, შეთანხმებული სართულის გეგმა 0.000, -1.500 და +1.000 ნიშნულებზე ჩანაცვლდა 2024 წლის 25 ივნისის №AR11044075 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული (გვერდი მე-2) გეგმით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6831741 ბრძანებაში, ტექნიკური შეცდომის შედეგად, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად არ იქნა დაფიქსირებული 1479.4 კვ.მ. ფართობი. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ შეთანხმებული გეგმების გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ საპროექტო ობიექტისთვის გათვალისწინებულია ღია ავტოსადგომები, საერთო ფართობით 1479.4 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6831741 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს - 1479.4 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6831741 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6831741 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 1479.4 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6831741 ბრძანებით შეთანხმებული -5.080, „-4.000 და-2.200“ და „0.000, -1.500 და +1.000“ ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6831741 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6831741, 2024 წლის 22 თებერვლის №6900983 და 2024 წლის 5 ივლისის №7117385 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 16 ივლისი, 2026გადაწყვეტილება8007193 - თანხმობა
  3. 15 ივლისი, 2026ქალაქის პასუხი
  4. 15 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  5. 2 ივლისი, 2026ქალაქის პასუხი
  6. 2 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  7. 17 ივნისი, 2026ფაილები აიტვირთა
  8. 1 ივნისი, 2026ქალაქის პასუხი

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა