ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N117
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7963873
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 ივნისი, 2026
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- შოთა თარხნიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 211361168
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.01.001.248
- მესაკუთრე
- შპს "ვაზი" (211361168)
- ფართობი
- 245 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.01.001.248საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11145041
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 30 მაისი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 16 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 ივნისი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 30/05/2026 წლის AR11145041 განცხადება, რომლითაც ითხოვთ (ს/კ: 01.13.01.001.248) არსებულ მიწის ნაკვეთზე ავტოსამრეცხაოს განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: საპროექტო მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, ვრცელდება საზოგადოებრივ საქმიანი ზონა-2 (სსზ–2). სსზ-2 – განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არაუმეტეს შენობა-ნაგებობის/საპროექტო გადაწყვეტის საერთო ფართობის 25%-ისა, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე კი არაუმეტეს – 95%-ისა. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკმაყოფილებისთვის არსებული საპროექტო ობიექტებისთვის და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესით განსაზღვრული ობიექტებისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე დასაშვებია 100% საცხოვრებელი ფუნქციის განთავსება. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,5 * / 0,7 კოეფიციენტი კ-2 4,6 კოეფიციენტი კ-3 0,2 / 0,3* კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 700 კვ.მ მინიმალური სიგანე 20 მეტრი მინიმალური სიღრმე 30 მეტრი შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე - მეტრი შენიშვნა * მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური შენობა ნაგებობისთვის, სადაც საცხოვრებელი ფუნქცია აღემატება 25 %-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოცემული მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით სამშენებლო მიწის ნაკვეთისთვის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს, კერძოდ მინიმალურ სიგანეს, სიღრმეს და ფართობს. ასევე ვინაიდან საზოგადოებრივ საქმიანი ზონა-2 (სსზ-2)-ში ავტოსამრეცხაო არ არის დასაშვები სახეობა და აღნიშნული საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთება. (მიწის ნაკვეთზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მისაღებად საგამონაკლისოდ დასაშვები ფუნქციური დანიშნულების სახეობაზე განაცხადი უნდა ატვირთოთ ოფიციალურ პორტალზე - ms.gov.ge, შესაბამის ნომენკლატურაში). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა, ამ ეტაპზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 ივნისი, 2026გადაწყვეტილება7963873 - უარი
- 28 მაისი, 2026ფაილები აიტვირთა
- 28 მაისი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- ტოპო.dwg
დასკვნები და აზომვები1
- ტოპო_ა4.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა