ქალაქი თბილისი , ქუჩა აკაკი ბაქრაძე , N 16
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8034985
- გადაწყვეტილების თარიღი
- 6 აგვისტო, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- პაატა სვანიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 202389156
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.10.025.029
- მესაკუთრე
- ამხანაგობა "ახალი დიღომი"
- ფართობი
- 3 070 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.10.025.029საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11145144
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 14 ივლისი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 5
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 6 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 1 დეკემბრის №7724512 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 29 მაისს №AR11145144 განცხადებით მომართა პაატა სვანიძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 1 დეკემბრის №7724512 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 1 დეკემბრის №7724512 ბრძანებით, №01.10.10.025.029 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, საჭიროა სამსახურის 2025 წლის 1 დეკემბრის №7724512 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და ზოგიერთ გეგმასთან დაკავშირებით, კერძოდ, მოთხოვნილია ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 10287.93 კვ.მ-ის ნაცვლად 9889.97 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 515.61 კვ.მ-ის ნაცვლად 779.27 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2087.81 კვ.მ-ის ნაცვლად 2038.11 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1618.46 კვ.მ-ის ნაცვლად 1500.73 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 701.61 კვ.მ-ის ნაცვლად 54 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებასთან ერთად ზუსტდება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 14769.06 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 1 დეკემბრის №7724512 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 1 დეკემბრის №7724512 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 14769.06 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 9889.97 კვ.მ., კომერციულ ფართობად 779.27 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 2038.11 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 1500.73 კვ.მ., დამხმარე ფართობად 273.49 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 54 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 1 დეკემბრის №7724512 ბრძანებით შეთანხმებული +19.80, +39.60, +42.90, და +46.20 ნიშნულები, ასევე დამხმარე შენობის -3.300, 0.000 და +3.300 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 1 დეკემბრის №7724512 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 1 დეკემბრის №7724512 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 6 აგვისტო, 2026გადაწყვეტილება8034985 - თანხმობა
- 5 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი
- 5 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
- 3 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი
- 27 ივლისი, 2026ქალაქის პასუხი
- 10 ივლისი, 2026ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 31 ივლისი, 2026
- 18 ივნისი, 2026ქალაქის პასუხი
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- ვენეციის გეგმები+დამხმარე შენობა (ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება) 5 აგვისტო 2026+2025 წელს შეთანხმებული დამხმარე შენობა.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა