OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი, მიხეილ თამარაშვილის გამზირი, N 13მ

AR11145278სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება29 მაისი, 2026- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7946883
გადაწყვეტილების თარიღი
3 ივნისი, 2026
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ალექსანდრე კორძახია
დეველოპერი (ს/კ)
205210261

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.16.004.315
მესაკუთრე
შპს "დომუს ჯგუფი" (205210261)
ფართობი
4 702 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11145278
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
29 მაისი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 3 ივნისი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 29 მაისს №AR11145278 განცხადებით მომართა ალექსანდრე კორძახიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2026 წლის 29 იანვრის №7788983 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 29 იანვრის №7788983 ბრძანებით, №01.10.16.004.315 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლის მიერ განმარტებულია, რომ სამსახურის 2026 წლის 29 იანვრის №7788983 ბრძანებით შეთანხმებულ ფასადებზე, აქსონომეტრიულ ხედებსა და ფოტომონტაჟებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა მოსაპირკეთებელ მასალასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოთხოვნილია ტექნიკური შეცდომის გასწორება და შეთანხმებული ფასადის, აქსონომეტრიული ხედებისა და ფოტომონტაჟების ჩანაცვლება წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილით. სამსახურმა შეთანხმებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ №AR11095099 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.10.16.004.315 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის ფასადები, ფოტომონტაჟები და აქსონომეტრიული ხედები. სამსახურის მიერ 2026 წლის 29 იანვარის №7788983 ბრძანებით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის ფასადების, ფოტომონტაჟებისა და აქსონომეტრიული ხედების გათვალისწინებით, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განგიმარტავთ, რომ ფასადების, აქსონომეტრიული ხედებისა და ფოტომონტაჟების ცვლილება არ წარმოდგენს ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული, საჭიროებს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კროექტირებას). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამსახურის მიერ შეთანხმებულ ბრძანებაში არ ფიქსირდება ტექნიკური შეცდომა ფასადებთან, აქსონომეტრიული ხედებთან და ფოტომონტაჟებთან დაკავშირებით, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2026 წლის 29 იანვრის №7788983 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 3 ივნისი, 2026გადაწყვეტილება7946883 - უარი
  3. 29 მაისი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

  • ფასა,რენდე. შეთანხ. და კორექტი 29,05,26.pdfგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა