ქალაქი თბილისი, ვლადიმერ უგრეხელიძის ქუჩა, N 15
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7956024
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 ივნისი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კონსტანტინე ღვინჯილია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405561486
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.03.040.544
- მესაკუთრე
- შპს ''მეტროპოლ ქავთარაძე'' (405561486)
- ფართობი
- 16 490 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.03.040.544საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11146061
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 3 ივნისი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 ივნისი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 03 ივნისს №AR11146061 განცხადებით მომართა კონსტანტინე ღვინჯილიამ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებით, №01.14.03.040.544 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (B-2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №7857390 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, ასევე, შეთანხმებული ±0.00, +3.00, +54.60, +67.80, +71.10, +74.40 და +87.60 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2026 წლის 19 მარტის №AR11134458 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. სამსახურის 2026 წლის 15 აპრილის №7881540 ბრძანებით კვლავ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში და შეთანხმებული ფასადები და ჭრილები ჩანაცვლდა №AR11137407 განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული ფასადებითა და ჭრილებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ ავტოსადგომის ფართობად 10092.6 კვ.მ-ის ნაცვლად მითითებლი უნდა იყოს 10091.9 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობად 48802.6 კვ.მ-ის ნაცვლად 54466.5 კვ.მ. განმცხადებელი, ასევე განმარტავს, რომ წარმოდგენილ +9.00 ნიშნულის გეგმაზე მოხდა კონსტრუქციული ნაწილის მიხედვით დიაფრაგმის კედლების დატანა. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ავტოსადგომების ფართობი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომების ფართობი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ საერთო ფართობი 54466.5 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 48947 კვ.მ-ს. ამასთან, დგინდება, რომ +9.00 ნიშნულის გეგმაზე დატანილია დიაფრაგმის კედლები შეთანხმებული კონსტრუქციული პროექტის შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 48947 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 10091.9 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 და +9.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567, 2026 წლის 25 მარტის №7857390 და 2026 წლის 15 აპრილის №7881540 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 ივნისი, 2026გადაწყვეტილება7956024 - თანხმობა
- 3 ივნისი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- B2 - გასწორება.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა