OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ერედვის ქუჩა, N 11

AR11146366სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება5 ივნისი, 2026- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7956310
გადაწყვეტილების თარიღი
10 ივნისი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
რევაზ ტყემალაძე
დეველოპერი (ს/კ)
405459374

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.035.662
მესაკუთრე
ეთერი ჩალაგაშვილი (P/N: *********01)
ფართობი
2 761 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11146366
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
5 ივნისი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 ივნისი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 მაისის №7939768 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 5 ივნისს №AR11146366 განცხადებით მომართა რევაზ ტყემალაძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 28 მაისის №7939768 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 28 მაისის №7939768 ბრძანებით, №01.72.14.035.662 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 28 მაისის №7939768 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია დამხმარე 84.4 კვ.მ. ფართობი. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობი 3695.3 კვ.მ-ის ნაცვლად არის 3711.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 1110.5 კვ.მ-ის ნაცვლად არის 1110.8 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 971.4 კვ.მ-ის ნაცვლად - 806.6 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობი 7155.0 კვ.მ-ის ნაცვლად - 7090.9 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, ფართობებს, არასწორი დაჯამების გამო. რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. აღსანიშნავია, რომ მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი შეადგენს არა 7090.9 კვ.მ-ს, როგორც მოთხოვნის ტექსტშია დაფიქსირებული, არამედ 7090.8 კვ.მ-ს. ამასთან, შეთანხმებული +16.40 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ აღნიშნული ნიშნულის წარმოდგენილ გეგმაზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 მაისის №7939768 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 მაისის №7939768 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატოს გამორჩენილი დამხმარე 84.4 კვ.მ. ფართობი. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 3711.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1110.8 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 806.6 კვ.მ., საერთო ფართობად - 7090.8 კვ.მ. 2. სამსახურის 2026 წლის 28 მაისის №7939768 ბრძანებით შეთანხმებული +16.40 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 მაისის №7939768 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 მაისის №7939768 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 10 ივნისი, 2026გადაწყვეტილება7956310 - თანხმობა
  3. 5 ივნისი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა