OpenCAD
შუალედური

ქალაქი თბილისი, მოსკოვის გამზირი, N 13, კორპუსი 13

AR11146406რეკონსტრუქციასხვა დანიშნულება5 ივნისი, 2026
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7960487
გადაწყვეტილების თარიღი
12 ივნისი, 2026
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ავთანდილი გეგენავა
დეველოპერი (ს/კ)
405000207

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.12.003.264
მესაკუთრე
შპს "ჯეი1" (405000207)
ფართობი
1 677 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11146406
სტატუსი
შუალედური
რეგისტრაცია
5 ივნისი, 2026
სახეობა
რეკონსტრუქცია

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 21 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

ახლა ელოდება
განმცხადებლის პასუხს
ქალაქის ბოლო პასუხი: 18 ნოემბერი, 2026 (5 დღე)
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) 2026 წლის 9 ნოემბრის №2002 ბრძანების აღსრულების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომელთა გამოკვლევის შემდეგად გაცნობებთ შემდეგს: ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, სადავო აქტის მიღებისას არ იქნა გამოკვლეული განმცხადებლის უფლებამოსილების საკითხი, რაც გამორიცხავს საქმეზე არსებით მსჯელობას, რადგან მიღებული გადაწყვეტილება (დადებითი თუ უარყოფითი) გავლენას ვერ იქონიებს მის უფლებებსა თუ კანონიერ ინტერესებზე. ამდენად, მითითებული გარემოება საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელახალი წარმოების დაწყების, რა დროსაც შესწავლილ იქნება განმცხადებლის დაინტერესებულ პირად მიჩნევის საკითხი და მხოლოდ ამ გარემოების სამართლებრივი შეფასების შემდეგ, შესაძლებელი იქნება საქმის განმხილველი ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნულ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე სწორი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრის თვალსაზრისით, არქიტექტურის სამსახური ვალდებული იყო გამოეკვლია რამდენად შეიძლება ჩათვლილიყო შპს „ეს ქეარი“ ზემოხსენებული განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილ პირად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) 2026 წლის 9 ნოემბრის №2002 ბრძანებაში განმარტებულია, რომ შპს „ეს ქეარის“ დირექტორმა, ავთანდილ გეგენავამ არქიტექტურის სამსახურში 2026 წლის 5 ივნისის №AR11146406 განცხადება წარადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „შენი სახლი სამგორში მე-13 კორპუსის“ თავმჯდომარის სახელით და ხსენებულის დასადასტურებლად თან დაურთო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი და წესდება. ხსენებული კრების ოქმის თანახმად, კრების ჩატარების მომენტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ერთადერთ წევრად ფიქსირდებოდა შპს „ჯეი 1“, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა კორპუსში მდებარე ყველა ინდივიდუალური საკუთრების საგანი, ხოლო ბმის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა შპს „ეს ქეარი“. იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნილად მიჩნევისთვის იმპერატიულად აწესებს სულ მცირე ორი მესაკუთრის არსებობას, ხოლო თავად განმცხადებლის მიერ წარდგენილი კრების ოქმის საფუძველზე, დგინდება, რომ აღნიშნული ოქმის შედგენის მომენტში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ფიქსირდებოდა მხოლოდ ერთი მესაკუთრე, შპს „ჯეი 1“, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა შექმნილად ვერ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დგინდება, რომ №01.17.12.003.264 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული მშენებლობადამთავრებული ობიექტი (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი N13) მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2025 წლის 11 ივლისის №ბ-10/01251851805-17 ბრძანებით, სამსახური მხედველობაში ვერ მიიღებს 2026 წლის 18 ნოემბრის №AR11146406 განცხადებაზე წარმოდგენილ 2024 წლის 16 დეკემბერს შედგენილ ამხანაგობის კრების ოქმს, ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე. ამასთან, №01.17.12.003.264 საკადსტრო ერთეულის მიწის ერთიან ამონაწერში ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ შპს „ეს ქეარს“ არც №AR11146406 განცხადების წარდგენისას უფიქსირდებოდა და არც ახლა უფიქსირდება ინდივიდუალური საკუთრება საპროექტო მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება არ დგინება. ამასთან, არქიტექტურის სამსახური კიდევ ერთხელ, დამატებით განმარტავს, რომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. სამსახურის მიერ მისი უფლებამოსილების გათვალისწინებით არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული მსგავსი სახით მიწის ნაკვეთის შემდგომი განვითარება და შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს AR11146406 განცხადებით მოთხოვნილი სამუშაოების განხორციელება. თუმცა, ვინაიდან, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე სამსახურს არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა. აგრეთვე, წარმოდგენილ იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის შესაბამისად შედგენილი ამხანაგობის კრების ოქმი წევრთა 2/3-ის ნახევარზე მეტის თანხმობით განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. თქვენ გეძლევათ 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადა, დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში 2026 წლის 5 ივნისის №AR11146406 განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 18 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალახელახლა განხილვაზე → პასუხის რეჟიმში
  3. 16 ნოემბერი, 2026სტატუსი შეიცვალაუარყოფა → ხელახლა განხილვაზე
  4. 12 ივნისი, 2026ქალაქის პასუხი
  5. 12 ივნისი, 2026გადაწყვეტილება7960487 - უარი
  6. 5 ივნისი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • არსებული სიტუაციის ფოტოსურათები.pdfგახსნა ↗

თანხმობები და ბრძანებები3

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა