OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, იალბუზის ქუჩა, N4, N6, N6ა, N8, N8ა, N10

AR11149956სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება29 ივნისი, 2026- ისანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7988641
გადაწყვეტილების თარიღი
6 ივლისი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვაჟა აფრიამაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
445587614

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.13.043.032
მესაკუთრე
შპს "ფორის დეველოპმენტი" (445587614)
ფართობი
1 899 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11149956
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
29 ივნისი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 6 ივლისი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895404 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 29 ივნისის №AR11149956 განცხადებით მომართა ვაჟა აფრიამაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895404 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895404 ბრძანებით, №01.17.13.043.032 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავლბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 25 ივნისის №7977212 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895404 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდა 1446.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 1142.0 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 2337.9 კვ.მ., საერთო ფართობად: 15326.7 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895404 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (20-34 ფურცლები) ჩანაცვლდა №AR11148082 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895404 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კომერციული ფართობი 1446.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1447.3 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1264.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1403.8 კვ.მ., დამხმარე ფართობი 144.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 120.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 2345.5 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 2340.4 კვ.მ., საერთო ფართობად 15326.7 კვ.მ-ის ნაცვლად 15444.9 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895404 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს 1447.3 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1403.8 კვ.მ., დამხმარე ფართობად 120.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 2340.4 კვ.მ., საერთო ფართობად 15444.9 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895404 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №7895404 და 2026 წლის 25 ივნისის №7977212 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 6 ივლისი, 2026გადაწყვეტილება7988641 - თანხმობა
  3. 29 ივნისი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • 2026.06.19 განახლებული განშლების გეგმარება.pdfგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა