OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ვლადიმერ უგრეხელიძის ქუჩა, N 15

AR11150326სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება2 ივლისი, 2026
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7994982
გადაწყვეტილების თარიღი
9 ივლისი, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
კონსტანტინე ღვინჯილია
დეველოპერი (ს/კ)
405561486

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.03.040.544
მესაკუთრე
შპს ''მეტროპოლ ქავთარაძე'' (405561486)
ფართობი
16 490 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11150326
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
2 ივლისი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 ივლისი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 2 ივლისის №AR11150326 განცხადებით მომართა კონსტანტინე ღვინჯილიამ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებით, №01.14.03.040.544 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (B-2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №7857390 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და შეთანხმებული ±0.00, +3.00, +54.60, +67.80, +71.10, +74.40 და +87.60 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2026 წლის 19 მარტს №AR11134458 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. სამსახურის 2026 წლის 15 აპრილის №7881540 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში და შეთანხმებული ფასადები, ჭრილები ჩანაცვლდა 2026 წლის 7 აპრილის №AR11137407 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული ფასადებითა და ჭრილებით. სამსახურის 2026 წლის 10 ივნისის №7956024 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 48947 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 10091.9 კვ.მ. და შეთანხმებული +0.00 და +9.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2026 წლის 3 ივნისის №AR11146061 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. სამსახურის 2026 წლის 25 ივნისის №7977776 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2026 წლის 23 ივნისის №AR11149105 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საზაფხულო ფართობი 7966.0 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 7965.9 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 4091.0 კვ.მ-ის ნაცვლად 4225.3 კვ.მ., საერთო ფართობი 48947.0 კვ.მ-ის ნაცვლად 49081.2 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და 0.00 ნიშნულის გეგმა შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ ფართობების გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს: 7965.9 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 4225.3 კვ.მ., საერთო ფართობად: 49081.2 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2026 წლის 25 ივნისის №7977776 ბრძანებით ჩანაცვლებული) 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 10 მარტის №7837567, 2026 წლის 25 მარტის №7857390, 2026 წლის 15 აპრილის №7881540, 2026 წლის 10 ივნისის №7956024 და 2026 წლის 25 ივნისის №7977776 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 ივლისი, 2026გადაწყვეტილება7994982 - თანხმობა
  3. 2 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  4. 1 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა