OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი, N 31

AR11150638სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება20 ივლისი, 2026
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8048415
გადაწყვეტილების თარიღი
17 აგვისტო, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ქევანიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
203825851

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.04.013.001
ფართობი
4 395 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11150638
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
20 ივლისი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
28 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 17 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513843 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 20 ივლისს №AR11150638 განცხადებით მომართა გიორგი ქევანიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის № 7513843 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513843 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი - მთაწმინდა), შოთა რუსთაველის გამზირი N31-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.15.04.013.001) სასტუმროს რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 12 ივნისიდან 2025 წლის 27 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513843 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ითხოვს გასწორებას. კერძოდ: საერთო ფართობად 22092.9 კვ.მ-ის ნაცვლად 23249.7 კვ.მ-ის, სარდაფის ფართობად 2280.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1949.2 კვ.მ ის, საოფისე ფართობად 101.5 კვ.მ-ის ნაცვლად 102.1 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 2857.5 კვ.მ-ის ნაცვლად 3091.1 კვ.მ-ის, სასაწყობე ფართობის 286.2 კვ.მ-ს ნაცვლად 288.5 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 4882.2 კვ.მ-ის ნაცვლად 5049.7კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 913.4 კვ.მ-ის ნაცვლად 934.3კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2382.9 კვ.მ-ის ნაცვლად 3410.4 კვ.მ-ის, სასტუმრო ნომრების ფართობად 8389.0 კვ.მ-ის ნაცვლად 8424.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513843 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 23249.7 კვ.მ, სარდაფის ფართობად 1949.2კვ.მ, საოფისე ფართობად 102.1 კვ.მ, კომერციულ ფართობად 3091.1კვ.მ, სასაწყობე ფართობის 288.5კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 5049.7კვ.მ, დამხმარე ფართობად 934.3კვ.მ, საზაფხულო ფართობად 3410.4 კვ.მ, სასტუმრო ნომრების ფართობად 8424.4 კვ.მ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513843 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს განმცხადებლის მიერ ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონულ სისტემაში 2026 წლის 12 აგვისტოს N19/0126224842-60 წერილით NAR11150638 განაცხადთან დაკავშირებით CD დისკით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის №7513843 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 12 ივნისის № 7513843 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 17 აგვისტო, 2026გადაწყვეტილება8048415 - თანხმობა
  3. 14 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი
  4. 23 ივლისი, 2026ქალაქის პასუხი
  5. 23 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა