ქალაქი თბილისი , ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა , N 14
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8002965
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 ივლისი, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვასილი ცომაია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405144561
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.01.004.175
- მესაკუთრე
- შპს "ნიუ ფორსი" (405144561)
- ფართობი
- 5 686 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.01.004.175საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11151289
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 8 ივლისი, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 ივლისი, 2026გადაწყვეტილება8002965 - თანხმობა
- 14 ივლისი, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 14 ივლისს №AR11151289 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებით, №01.13.01.004.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტსა და კალენდარულ გრაფიკში/ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში მეოთხე ეტაპები არასწორად არის დაფიქსირებული. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომების გასწორება და შეთანხმებული კალენდარული გრაფიკის ჩანაცვლება წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული კალენდარული გრაფიკით. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2025 წლის 14 ივლისის №AR1939933 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.13.01.004.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის კალენდარული გრაფიკი. სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად, მშენებლობის მეოთხე ეტაპი არასწორად დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მეოთხე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების სწორად არის დაფიქსირებულია შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში IV ეტაპი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4) შენობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა გადახურვის ჩათვლით.“ 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული მშენებლობის კალენდარული გრაფიკით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590582 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- პოს გასწორებული.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა