ქალაქი თბილისი, სერგი წულაძის ქუჩა, N 34
- საერთო ფართობი
- 7 956 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 8 264,8 მ²
- საცხოვრებელი ფართობი
- 4 566,9 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 9 914 მ²
- სიმაღლე
- 36,2 მ
- ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
- 8 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 28 422,1 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
დამკვეთი
- სახელი
- სოფიო ხოჯავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 405309296
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- სოფიო ხოჯავა
- პირადი ნომერი
- *********48
- ორგანიზაცია
- შპს ქორთიარდ კოლექშენ
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 405848141
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- სოფიო ხოჯავა
- პირადი ნომერი
- *********48
- ორგანიზაცია
- შპს „ოდა"
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 405379353
- თანაავტორები
- სახელი
- ირაკლი ჯაფიაშვილი
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.11.034.078
- მესაკუთრე
- შპს "სტელა ჰაუზი" (405309296)
- ფართობი
- 9 914 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.11.034.078საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11151642
- სტატუსი
- შუალედური
- რეგისტრაცია
- 9 ივლისი, 2026
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- ახლა ელოდება
- განმცხადებლის პასუხს
- ქალაქის ბოლო პასუხი: 4 აგვისტო, 2026 (111 დღე)
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 4 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა თქვენი საკითხი და განხილვის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი სახის ხარვეზები, კერძოდ: 1. ვინაიდან ნაკვეთზე პარალელურად მიმდინარეობს AR1961686 განაცხადი, საჭიროა აღნიშნული დატოვოთ განუხილველი; 1. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: • გენ.გეგმაზე განაშენიანების რეგულირების წითელი ხაზი დაიტანეთ გრგ-ს შესაბამისად ექპსლიკაციით; • გენ.გეგმა უნდა მოიცავდეს მიწის ნაკვეთზე საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების გრუნტთან მიბმის მონაცემებს/ნიშნულებს, გადახურვის ნიშნულებს, ატმოსფერული ნალექების გადასვლის მაჩვენებლებს; • დაიტანეთ მისაწვდომი სვლაგეზი საზოგადოებრივ სივრცემდე. • დაკორექტირდეს საპროექტო შენობის გადახურვა. ვინაიდან, განაშენიანების რეგულირების გეგმით განსაზღვრულია: სახურავი შეიძლება იყოს ქანობიანი ან/და ბრტყელი (3 % ან ნაკლები ქანობით), დაიცავით აღნიშნული მოთხოვნა საპროექტო დოკუმენტაციით; 2. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: წარმოდგენილი იქნას არსებული სიტუაციის ამსახველი განახლებული ფოტომასალა კონკრეტულად ამ ნაკვეთისთვის; 3. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: • -3.80 ნიშნულსა და 0.00 ნიშნულზე 2-5 ღერძებში ფართებზე ექსპლიკაციები დაიტანეთ სრულად; • დაიტანეთ მანძილები საპროექტო შენობიდან საკადასტრო საზღვრებამდე. • წარმოდგენილ იქნას სრულყოფილი გრაფიკული დოკუმენტაცია დამუშავებული 41-ე და 732-ე დადგენილებების შესაბამისად. • წარმოდგენი იქნას საპროექტო კიბის ლიფტის, პანდუსის დეტალური კვანძები; • თ-ა ღერძებში დაიცავით ღიობის გამოჭრის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე; 4. შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .ჭრილების pdf ფაილი.: დაცულ იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმით დადგენილი აბსოლიტური ნიშნული 387.4; • დამუშავდეს 41-ე დადგენილების შესაბამისად. • გამოიტანეთ დეტალები ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად; 5. შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: • მიუთითეთ მოსაპირკეთებელი მასალები. გაითვალისწინეთ, რომ გამოყენებულ იქნას მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალები. • წარმოადგინეთ მიწისპირა და მიწისქვეშა სართულის განშლები; მიწისქვეშა სართული – სართული, რომლის ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს არ აღემატება; - მიწისპირა სართული - სართული, რომლის იატაკის გეგმარებითი ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრამდეა (მეათედის სიზუსტით), ხოლო მისი ჭერის კონსტრუქციის ზედა ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს (მეათედის სიზუსტით) აღემატება. მიწისპირა სართულს მიანიჭეთ შესაბამისი ნიშნული; • დაიტანეთ მანძილები საპროექტო შენობიდან საკადასტრო საზღვრებამდე. • წარმოადგინეთ ფასადების დეტალური პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს გარე კედლების საფარის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების ნახაზებს (ცალკეული კვანძების დეტალური ნახაზებს). • წარმოდგენილ იქნას არქიტექტურული ელემენტების (კარ-ფანჯრები, ჟალუზები და სხვ.), დეტალების (გაფორმების ელემენტები, ნაკეთობები და ა.შ.) და სამშენებლომოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია; 6. ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : • წარმოადგინეთ პროექტის შესაბამისი რეალურ გარემოზე მორგებული ფოტომონტაჟი და საპროექტო შენობის ყველა ფასადის ვიზუალიზაცია ზომების , მოსაპირკეთებელი მასალების და მათი ფერების მითითებით. ასევე წარმოადგინეთ პროექტის შესაბამისი „სავიზიტო“ სურათები; 7. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობანაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : • წარმოადგინეთ პროექტის შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების საანგარიშო კროკები; • წარმოადგინეთ აივნების პროცენტული ანგარიში. გაითვალისწინეთ, თუ აივნის ჯამური ფართობი აღემატება შენობა-ნაგებობის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის 20%-ს, ასეთ შემთხვევაში, აივნის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც ცდება ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ 20%-იან ზღვარს – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის 1/3-ით; • განმარტეთ საპროექტო შენობაში ავტოსადგომების აუცილებელ რაოდენობაზე; საპროექტო შენობაში გაითვალისწინეთ ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა; • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად: სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). მათი არსებობის შემთხვევაში, სამყოფების ფართობში შედის ლოჯიის, აივნის, ტერასისა და ვერანდის ფართობები. საჭიროა მოხდეს ზემოაღნიშნული წესის მიხედვით წარმოდგენილ პროექტში ფართების დაანგარიშება, და გეგმებზე წარმოდგენილ ექსპლიკაციებსა და ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში ფართობების დაკორექტირება შესაბამისად 8. III კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან -> .საექსპერტო შეფასების pdf ფაილი.: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა შესააბამის ველში წარმოდგენილ იქნას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისი #255 დადგენილების მიხედვით, არქიტექტურული პროექტის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებითა („ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“) და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებით (“მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების”) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასკვნა და შესაბამისად მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია. III-IV კლასების შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად ექსპერტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სპეციალობის (არქიტექტორი) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სპეციალობით (არქიტექტორი) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. 9. საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი -> გამწვანების პროექტის pdf ფაილი: გაცნობებთ, რომ სამსახურმა გაგიწიათ შუამდგომლობა და საკითხი განსახილველად გადაგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში60-01262163603, პასუხი გეცნობებათ დანართის სახით. 10. საჭიროების შემთხვევაში საგზა
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 9 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
- 9 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები7
- გენერალური გეგმა 09.07.2026.dwg
- გენერალური გეგმა 09.07.2026.pdfგახსნა ↗
- გეგმები 09.07.2026.pdfგახსნა ↗
- ჭრილები 09.07.2026.pdfგახსნა ↗
- ფასადები 09.07.2026.pdfგახსნა ↗
- ჭრილები 09.07.2026.pdfგახსნა ↗
ყველას ჩვენება (7)ნაკლების ჩვენება
- N10 ბლოკი ისანი სამუშაო ფაილი 09.07.2026.pla
დასკვნები და აზომვები1
- გეოლოგია ისანი 24.06.2026.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები9
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა