OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ჯავახეთის ქუჩა, N 166

AR11153662სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება22 ივლისი, 2026- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8047416
გადაწყვეტილების თარიღი
18 აგვისტო, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ოთარ დუმბაძე
დეველოპერი (ს/კ)
406124536

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.36.013.063
მესაკუთრე
შპს "ოცნების სახლი" (406124536)
ფართობი
5 720 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 17 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11153662
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
22 ივლისი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
27 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 1 ოქტომბრის №7236200 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 22 ივლისის №AR11153662 განცხადებით მომართა ოთარ დუმბაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 1 ოქტომბრის №7236200 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 1 ოქტომბრის №7236200 ბრძანებით, №01.19.36.013.063 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (№-1; №-2: №-3; №-4; №-5) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 1 ოქტომბრის №7236200 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ბლოკი №5-ის აბსოლუტური ნიშნული 499.00-ის ნაცვლად დაფიქსირებულია - 499.90. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 1 ოქტომბრის №7236200 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმის მიხედვით ბლოკი №5-ის აბსოლუტური ნიშნული შეადგენს 499.00, თუმცა, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ №5 ბლოკის პირველი სართულის გეგმაზე, ჭრილებზე და ფასადებზე არასწორად დაფიქსრდა აბოსლუტური ნიშნული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 1 ოქტომბრის №7236200 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მე-5 ბლოკის პირველი სართულის გეგმა, ასევე, ფასადები: 9-1, 1-9, ა-დ, დ-ა, ჭრილები: S-01 და S-02 ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე გეგმით, ფასადებით და ჭრილებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 1 ოქტომბრის №7236200 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2024 წლის 1 ოქტომბრის №7236200 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 18 აგვისტო, 2026გადაწყვეტილება8047416 - თანხმობა
  3. 16 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი
  4. 16 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  5. 22 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

სხვა ფაილები1

  • განმარტებითი ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება.pdfგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა