OpenCAD
შუალედური

ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, N 195

AR11154617ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება29 ივლისი, 2026- დიღომი
საერთო ფართობი
7 903,3 მ²
განაშენიანების ფართობი
8 029 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
7 691 მ²
სიმაღლე
17,8 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
1 მ
სამშენებლო მოცულობა
58 750 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8061840
გადაწყვეტილების თარიღი
26 აგვისტო, 2026
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვასილი ცომაია
დეველოპერი (ს/კ)
402187147

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    დავით ზაუტაშვილი
    პირადი ნომერი
    *********85
    ორგანიზაცია
    შპს რენტა
    საიდენტიფიკაციო კოდი
    402187147
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    ვასილ ცომაია
    პირადი ნომერი
    *********68
    ორგანიზაცია
    შპს ჰელიქსი
    საიდენტიფიკაციო კოდი
    404855992
  • სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    ვასილ ცომაია
  • სპეციალისტისაინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
    სახელი
    ილია ცხომელიძე
  • სპეციალისტიფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება
    სახელი
    გაიოზი ჭანკვეტაძე

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.011.674
მესაკუთრე
შპს "რენტა" (402187147)
ფართობი
7 691 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11154617
სტატუსი
შუალედური
რეგისტრაცია
29 ივლისი, 2026
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

ახლა ელოდება
განმცხადებლის პასუხს
ქალაქის ბოლო პასუხი: 26 აგვისტო, 2026 (89 დღე)
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 8 სექტემბერი, 2026ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 8 ოქტომბერი, 2026
  2. 26 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 01... დამკვეთის ინფორმაციაში მიეთითოს შპს რენტას დირექტორის მონაცემები. წარმოდგენილი იქნას მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ განმცხადებელზე გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა. წარმოდგენილი იქნას მიწის ნაკვეთის იპოთეკარის თანხმობა. 02.... საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. * წარმოდგენილ იქნას დასკანერებული ტოპოგრაფიული გეგმა შესაბამისი უფლებამოსილი პირირს მიერ სველი ხელმოწერით დამოწმებული. გენგეგემაზე დაიტანეთ რეგულირების წითელი ხაზი და უკანა ეზოს რეგულირების ხაზი. შენობის კუთხეებში დაიტანეთ შენობის გრუნტთან მიბმის აბსოლუტური ნიშნულები. საავტომობილო შესასვლელ-გამოსასვლელი და ტროტუარი დაიტანეთ შეთახნმებული მუდმივი სატრანსპორტო სქემის გათვალისწინებით. გარე ავტოსადგომები გადამოწმდება განახლებული სატრანსპორტო სქემის წარმოდგენის შემდგომ. შენობის გადახურვაზე დაიტანეთ ნიშნულები 03... .არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. * წარმოდგენილ იქნას განახლებული ფოტოსურათები დათარიღებით. 04... გენგეგმაზე დადგენილი ხარვეზის გათვალისწინებით დაკორექტირდეს გეგმაც. 05... .შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. * წარმოდგენილ იქნას კარ-ფანჯრის სპეციფიკაცია. “შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილების შესაბამისად, წარმოსადგენია https://geecb.ge/index.php/ka/ - საიტის მეშვეობით, მომზადებული ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნების დეკლარაცია. ასევე წარმოადგენილ იქნას კედლებისა და სახურავის ფრაგმენტის ჭრილი, ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად, დეტალური შრეების ჩვენებითა და ექსპლიკაციის მითითებით. დეკლარაციის პირველი გვერდი წარმოდგენილ იქნას დასკანერებული სახით, (სადაც მითითებულია ვალიდურობის ლინკი და შემსრულებელი) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ დეკლარაციის ვალიდურობის ლინკი სამსახურის მიერ უნდა ინდენთიფიცირდებოდეს (ინიშნებოდეს) მარტივად. 06... წარმოდგენილ იქნას სიმაღლის განსაზღვრის სქემა გენგეგმაზე დამუშავებული შესაბამისი ზომების მითითებით, შესაბამისი ჭრილების წარმოდგენით და ანგარიშებით. როგორცსაზ. სიცრციდან ასევე უკანა ეზოს მხრიდაან. 07... ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. * წარმოადგინეთ არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტოზე დამუშავებული ფოტომონტაჟი მასალების და ფერების საერთაშორისო RAL ან RGB კოდების მითითებით. საპროექტო შენობა დაიხვეწოს ვიზუალური თვალსაზრისით. 08... ვექტორული ფაილი და ტექნიურ-ეკოკ-2 საანგარიშო ფართობის კროკი დაკორექტირდეს გარე კონტურით დაკორექტირდეს ვექტორული ფაილი და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი. 09... შესაბამის ველში წარმოდგენილ იქნას საექსპერტო შეფასება არქიტექტურული პროექტების „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობის თაობაზე. ასევე წარმოდგენილ იქნას საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“. მოთხოვნებთან შესაბამისობის საექსპერტო შეფასება. გეგმებთან ერთად კი წარმოადგინეთ შესაბამისი 41 დადგენილებასთან შესაბამისობის ანალიზის ცხრილები და დეტალური კვანძები. 10... წარმოდგენილ იქნას მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი (გამწვანების პროექტი - სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს: კ-3 კოეფიციენტის ფართობს; გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; 11....მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი. -> .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას მშენებლობის ორგანიზების პროექტი; გაცნობებთ, რომ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, მშენებლობის ორგანიზების პროექტი მინიმუმ უნდა მოიცავდეს: ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ბ) განმარტებით ბარათს, შემდეგი ინფორმაციით: ბ.ა) სამშენებლო მოედნის ორგანიზების და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების აღწერა; ბ.ბ) მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის აღწერა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად. ბ.გ) არსებობის შემთხვევაში, დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს; ბ.დ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდების და ღონისძიებების აღწერა. გ) სამშენებლო მოედნის გეგმას (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, სამშენებლო მოედნის საზღვრების, საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკის მოძრაობის სქემის და განთავსების, ასევე სამშენებლო მასალების და დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილების ჩვენებით); დ) მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკს, მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის მიხედვით: IV კლასის მშენებლობისას – მინიმუმ 10 ეტაპი. 12... წარმოდგენილ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებული სატრანსპორტო სქემები 01.72.14.011.674 ნაკვეთისთვის. ზემოაღნიშნული სამსახურის წერილებთან ერთად 13... "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი * საჭიროა გადახდილ იქნას მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი კ-2 კოეფიციენტის მაჩვენებლის შესაბამისად 1 კვ.მ-ზე 10 ლარის ოდენობით. 14... წარმოდგენილ იქნას: საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა/პროექტი. განგიმარტავთ: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, კონსტრუქციული სქემა შედგება ტექსტური და გრაფიკული ნაწილისაგან, სადაც განსაზღვრულია შენობა-ნაგებობების ძირითადი მზიდი კონსტრუქციული ელემენტების გაბარიტული ზომები; საძირკვლის, გადახურვის და ვერტიკალური ელემენტების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები) ტიპი; შენობა-ნაგებობის სიმტკიცეზე, მდგრადობაზე და დეფორმაციაზე გაანგარიშების საწყისი მონაცემები (მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, სიხისტეები, სტატიკური და დინამიკური დატვირთვების მნიშვნელობები), სივრცითი ანგარიშისათვის გამოყენებული კომპიუტერული საანგარიშო კომპლექსის დასახელება და გაანგარიშებათა შედეგები (ილუსტრირებული დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, გადაადგილება და რხევის პერიოდი), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამისი და ამავე კონსტრუქციულ სქემაში მითითებული ტექნიკური რეგლამენტის/რეგლამენტების მოთხოვნებს. ხოლო, კონსტრუქციული პროექტი უნდა მოიცავდეს კონსტრუქციული სქემით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას დაზუსტებული, დაკონკრეტებული სახით და იძლეოდეს მშენებლობის განხორციელებისთვის ამომწურავ ინფორმაციას. კონსტრუქციული პროექტი დამატებით უნდა მოიცავდეს: ა) ფუძის მოწყობის, საძირკვლის და გადახურვის ძირითად ნახაზებს (ვერტიკალური

    მეტის ჩვენება
  3. 26 აგვისტო, 2026გადაწყვეტილება8061840
  4. 29 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  5. 29 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  6. 29 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  7. 29 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა
  8. 29 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა

ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები7

ყველას ჩვენება (7)
  • რენტა ხეივანი 29.07.2026.pla

დასკვნები და აზომვები1

სხვა ფაილები11

ყველას ჩვენება (11)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა