OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობა

AR11154898სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება30 ივლისი, 2026- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8037887
გადაწყვეტილების თარიღი
10 აგვისტო, 2026
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ანა ჩხაიძე
დეველოპერი (ს/კ)
405657793

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.234.013
მესაკუთრე
შპს "ენ სი დი ვაშლიჯვარი" (405244418)
ფართობი
5 612 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11154898
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
30 ივლისი, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
11 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №7899511 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 30 ივლისის №AR11154898 განცხადებით მომართა ანა ჩხაიძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №7899511 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №7899511 ბრძანებით №01.72.14.234.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 13 მაისის №7918567, 2026 წლის 6 ივლისის №7988716 და 2026 წლის 24 ივლისის №8018012 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №7899511 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ამასთან, სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №7899511 ბრძანებით შეთანხმებული +3.20 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდა 2026 წლის 23 ივნისის №AR11149198 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული +3.20 ნიშნულის არქიტექტურული გეგმით. ხოლო, -2.80, 0.00, +15.60 და +18.70 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2026 წლის 17 ივლისის №AR11152998 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულების გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №7899511 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი 579.4 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 540.4 კვ.მ., კომერციული ფართობი 1299.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1268.7 კვ.მ. საზაფხულო ფართობი 1988.5 კვ.მ-ის ნაცვლად 2027.5 კვ.მ. დამხმარე ფართობი 41.4 კვ.მ-ის ნაცვლად 72.6 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და არქიტექტურული გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. აღნიშნული ტექნიკურ შეცდომის გასწორება არ იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №7899511 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს: 540.4 კვ.მ., კომერციული ფართობად: 1268.7 კვ.მ. საზაფხულო ფართობად: 2027.5 კვ.მ. დამხმარე ფართობად: 72.6 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №7899511 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2026 წლის 24 ივლისის №8018012 ბრძანებით ჩანაცვლებული) -2.80 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულის არქიტექტურული გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №7899511 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №7899511, 2026 წლის 13 მაისის №7918567, 2026 წლის 6 ივლისის №7988716 და 2026 წლის 24 ივლისის №8018012 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 10 აგვისტო, 2026გადაწყვეტილება8037887 - თანხმობა
  3. 6 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი
  4. 6 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  5. 30 ივლისი, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა