OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ქუჩა შარტავა , N 43 , (ნაკვეთი N15/69)

AR11155743სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება6 აგვისტო, 2026- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
ქეთევან უტიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
205176628

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.13.015.069
მესაკუთრე
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "ოლიმპიური ვარსკვლავი"
ფართობი
8 406 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11155743
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
6 აგვისტო, 2026
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 06 აგვისტოს №AR11155743 განცხადებით მომართა ქეთევან უტიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის №7876642 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 7 აპრილის №7876642 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.13.015.069 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის "ბ" ბლოკის "ა" და "ბ" კორპუსების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წინამდებარე, განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2026 წლის 7 აპრილის №7876642 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, წარმოდგენილი აქვს შეცვლილი ±0.00 და +3.00 ნიშნულების გეგმები და ითხოვს აღნიშნული გეგმების ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილ ±0.00 და +3.00 ნიშნულების გეგმებზე სამსახურის 2026 წლის 7 აპრილის №7876642 ბრძანებით შეთანხმებულთან მიმართებით შეცვლილია გეგმარება (დამატებულია კიბეები, მოკლებულია ტიხრები და ხდება ფართის ფუნქციის ცვლილება). შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმა არის სამშენებლო დოკუმენტაციის ნაწილი, რომლის ცვლილებაც ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ტექნიკური ხარვეზის გასწორების საფუძველს არ წარმოადგენს. აღნიშნულისთვის საჭიროა შეთანხმებული პროექტის ცვლილება (კორექტირება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ხდება სამსახურის 2026 წლის 7 აპრილის №7876642 ბრძანებით შეთანხმებული ±0.00 და +3.00 ნიშნულების გეგმების ცვლილება, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მოთხოვნა, სამსახურის 2026 წლის 7 აპრილის №7876642 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 6 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა