ქალაქი თბილისი , გიორგი ტერევერკოს ქუჩა N24
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8045740
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 აგვისტო, 2026
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ჯემალი ჯინჯიხაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 202061295
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.01.018.298
- მესაკუთრე
- შპს "კაი ყმა" (202061295)
- ფართობი
- 1 990 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.01.018.298საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11155875
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 7 აგვისტო, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 აგვისტო, 2026ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 02 ივლისის №7110849 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 07 აგვისტოს №AR11155875 განცხადებით მომართა ჯემალი ჯინჯიხაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 02 ივლისის №7110849 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 02 ივლისის №7110849 ბრძანებით, №01.13.01.018.298 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა სკოლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 02 ივლისის №7110849 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობი 91.7 კვ.მ-ს ნაცვლად უნდა იყოს 98.6 კვ.მ, დამხმარე ფართობი 186.9 კვ.მ-ს ნაცვლად - 88.9 კვ.მ. ხოლო, სასწავლო აუდიტორიების ფართობი 942.9 კვ.მ-ს ნაცვლად - 1054.5 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა სამსახურის 2024 წლის 02 ივლისის №7110849 ბრძანებით შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამათან, ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება იწვევს საერთო ფართობის დაზუსტებას და იგი შეადგენს 1644.20 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 02 ივლისის №7110849 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 98.6 კვ.მ, დამხმარე ფართობად - 88.9 კვ.მ, სასწავლო აუდიტორიების ფართობად - 1054.5 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობად - 1644.20 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 02 ივლისის №7110849 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 02 ივლისის №7110849 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 აგვისტო, 2026გადაწყვეტილება8045740 - თანხმობა
- 7 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- sk akademosi.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა