OpenCAD
შუალედური

ქალაქი თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი №40-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ვახტანგ ტაბლიაშვილის I ჩიხი, N 22; ქალაქი თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი №40-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ვახტანგ ტაბლიაშვილის I ჩიხი, N 22

AR11156254ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება8 სექტემბერი, 2026- წყნეთი
საერთო ფართობი
938,5 მ²
განაშენიანების ფართობი
1 024,2 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
5 003 მ²
სიმაღლე
16,7 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
4,1 მ
სამშენებლო მოცულობა
3 374 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
8111993
გადაწყვეტილების თარიღი
6 ოქტომბერი, 2026
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი გურგენიძე
დეველოპერი (ს/კ)
402204299

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    ნიკა ბოლქვაძე
    პირადი ნომერი
    *********84
    ორგანიზაცია
    შპს "ირ. აბაშიძე 555"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    402204299
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    გიორგი გურგენიძე
    პირადი ნომერი
    *********10
  • თანაავტორები
    სახელი
    ნანა კაპანაძე
  • სპეციალისტისაჭიროების შემთხვევაში მომიჯნავე შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული დასკვნა
    სახელი
    ნიკოლოზ ქიქავა
  • სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    გაიოზ ჭანკვეტაძე

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.08.001.600
მესაკუთრე
შპს ირ.აბაშიძე 555 (402204299)
ფართობი
5 003 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11156254
სტატუსი
შუალედური
რეგისტრაცია
8 სექტემბერი, 2026
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 13 ნოემბერი, 2026

საქმის მსვლელობა

ახლა ელოდება
განმცხადებლის პასუხს
ქალაქის ბოლო პასუხი: 10 ნოემბერი, 2026 (13 დღე)
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 ნოემბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელშიც დაფიქსირდა ხარვეზები, კერძოდ: 1.შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: -3.30 ნიშნულზე დაიცავით სერვიტუტი 2. წარმოსადგენია მომიჯნავე შენობა-ნაგებობის ზგეალვენის კვლევის ანგარიში რომელიც მომზადებული იქნება სპორტული დარბაზი/კომპლექსი-ს მიმართ, დამატებით წარმოსადგენია კონსტრუქციული პროექტი და მისი საექსპერტო შეფასება. 3. წარმოადგინეთ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა. აღნიშნული კვლევის ანგარიშში მინიმუმ უნდა აისახოს: ა) მიწის ნაკვეთის გეგმა, კვლევის ჩატარების წერტილების ჩვენებით; ბ) მიწის ნაკვეთის გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები და სპეციფიკაცია; გ) დასკვნა ან/და რეკომენდაციები მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებისთვის. . წარმოადგინეთ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება. ასევე წარმოდგენილი იქნას ექსპერტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები (გაითვალისწინეთ, რომ ექსპერტს უნდა გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება). 4. საჭიროების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით -> სქემის pdf ფაილი: წარმოადგინეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებული მუდმივი სატრანსპორტო სქემა, საბოლოო შეთანხმებული სქემა წერილებთან ერთად. 5, "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: - საჭიროა გადაიხადოთ მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი საპროექტო კ2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის 10 - ზე ნამრავლის შესაბამისად. -მგაითვალისწინეთ, გაითვალისწინეთ: ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის (კ2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებელი შეადგენს II კლასის ობიექტებისთვის - 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის - 200 ლარს, IV კლასის ობიექტებისთვის - 400 ლარს (ფუნქციური ზონის მიუხედავად). თქვენი განცხადება გადაგზავნილია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში (წერილის ნომერი: 60-01263133991 ) და სსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (წერილის ნომერი: 60-01263133987) პოზიციის დასაფიქსირებლად, აღნიშნული პოზიციის მიღებამდე სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე ეს პასუხი გეცნობებათ შეტყობინების სახით, რის შემდგომაც საჭიროა შემოაბრუნოთ განაცხადი განსახილველად. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 18 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  3. 18 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  4. 18 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  5. 18 ოქტომბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  6. 6 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელშიც დაფიქსირდა ხარვეზები, კერძოდ: 1.საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: გენგეგმაზე წარმოდგენილი იქნას მისაწვდომი სვლაგეზი შენობამდე და დაიტანეთ გაბარიტული ზომები და ნიშნულები. 2. წარმოადგინეთ ხაზობრივი ნაგებობის (ს/კ 01.00.388 ს/ს სილქნეტი) . წარმოადგინეთ ხაზოვანი ნაგებობის შესაბამისი მესაკუთრეების პოზიცია და გრაფიკულად დამოწმებული საპროექტო გენ.გეგმა ხაზობრივ ნაგებობებამდე შესაბამისი მანძილების მითითებით. 3.განმარტებითი ბარათი. -> .განმარტებითი ბარათი.: განმარტებითი ბარათი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: (საპროექტო ტერიტორიის შესახებ, ასევე შენობანაგებობის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების, ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრისა და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართების, მხატვრულესთეტიკური გადაწყვეტის შესახებ). 4.ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: ველში მიუთითეთ ყველა სართულის განაშენიანების ფართობის ჯამი. გაითვალისწინეთ, რომ სართულის განაშენიანების ფართობი განისაზღვრება სართულის გეგმის გარე კონტურში მოქცეული ფართობით, აივნებისა და ტერასების ფართობების ჩათვლით. სართულის განაშენიანების ფართობი განისაზღვრება სართულის გეგმის გარე კონტურში მოქცეული ფართობით, აივნებისა და ტერასების ფართობების ჩათვლით. შენობის განაშენიანების ფართობი არის ყველა სართულის განაშენიანების ფართობების ჯამი. 5.კოეფიციენტების (კ1;კ2;კ3) ველებში დამატებით მიუთითეთ AR11159793 განცხადებით წარმოდგენილი პროექტის მონაცემებიც და საბოლოო ჯამური მაჩვენებელი. 6.შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: იმისათვის, რომ სამსახურმა სრულყოფილად იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე არქიტექტურული პროექტი უნდა მომზადდეს ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“-ს და ტექნიკური რეგლამენტი - “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები” -ს გათვალისწინებით და წარმოდგენილი იქნას შესაბამისი საექსპერტო შეფასებები. ა-ე ფასადის მხარეს დატანილ კედელზე მიუთითეთ ექსპლიკაცია. საკადასტრო გეგმის შესაბამისად დაიტანეთ საკადასტრო საზღვრები 7.შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .ჭრილების pdf ფაილი.: საჭიროა წარმოადგინოთ საყრდენი კედლის სქემატური ნახაზები კლასის მითითებით 8.შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: - დაიტანეთ გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეები ნულოვან ნიშნულთან მიმართებით. -წარმოადგინეთ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია. - წარმოადგინეთ ფასადების დეტალური პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს გარე კედლების საფარის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების ნახაზებს (ცალკეული კვანძების დეტალურ ნახაზებს). ფასადის ფერები მიუთითეთ RGB ან RAL კოდების მიხედვით; - დამატებით წარმოადგენილ იქნას კედლებისა და სახურავის ფრაგმენტის ჭრილი, ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად, დეტალური შრეების ჩვენებითა და ექსპლიკაციის მითითებით. მოქმედი წესებით კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის მიწისპირა სართული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის გარე პერიმეტრში მოქცეული სრული ფართობით. სართული არის მიწისპირა იმ შემთხვევაში, თუ მისი ჭერის საშუალო ამოწევა გრუნტის ზედაპირიდან აღემატება 1,8 მ-ს. აღნიშნულის დასადგენად საჭიროა წარმოადგინოთ -3,30 ნიშნულზე სართულის გარე კედლების განშლა, გრუნტის ხაზის ჩვენებით და ჭერის საშუალო ამოწევის ანგარიში შემდეგი ფორმულით: S / P (სართულის ხილული ფასადის ფართობი გაყოფილი მთელი სართულის პერიმეტრზე), თუ მიღებული მაჩვენებელი აღემატება 1.8 მ-ს , მაშინ სართული იქნება მიწისპირა და კოეფიციენტის ფართობში მიიღება სრულად, ხოლო თუ იქნება 1.8 მ-ზე ნაკლები - არ მიიღება ანგარიშში. 9.შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: მაქსიმალური დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის სქემა საჭიროა ატვირთოთ შემდეგი შემადგენლობით: ტოპოგრაფიულ ძირზე დამუშვებული გენ-გეგმა, სიმაღლის განსაზღვრის ადგილის დატანით და ამ ადგილებში აგებული ჭრილ(ებ)ი; ყველა ნახაზზე: ქუჩ(ებ)ის სრული სიგანის მითითებით; ჭრილზე ღერძულა ხაზისა და ფასადის მაქსიმალური დასაშვები განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის განსაზღვრით/ჩვენებით (ფორმულა H=L/Y); სიმაღლის ანგარიშის სქემა წარმოადგინეთ ს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. შენობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრა მოხდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების თავი V, მუხლი 31-ის შესაბამისად. 10.ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : შესაბამის ველში წარმოადგინეთ გრუნტის ცვლილების გეგმა 11.საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : საკადასტრო გეგმის შესაბამისად დაიტანეთ საკადასტრო საზღვრები 12• წარმოადგინეთ შენობა-ნაგებობის ფუძე-საძირკვლების და ძირითადი კონსტრუქციების სქემები საექსპერტო შეფასებასთან ერთად. ასევე, ინფორმაცია შემსრულებლის (პასუხისმგებელი პირის) შესახებ, რომელიც მოიცავს შემსრულებლის სახელს/დასახელებას, დიპლომს, სამუშაო გამოცდილებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი), ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შესაბამისად – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს. ან ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. 13.საჭიროების შემთხვევაში მომიჯნავე შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული დასკვნა. -> .კონსტრუქციული დასკვნის pdf ფაილი.: წარმოადგინეთ , განახლებული მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის კვლევის ანგარიში, რომელიც მოიცავს, ა) მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის ფიქსაციას და მათზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესაძლო ზემოქმედების ხარისხს; ბ) საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას, რაც ასევე აისახება მშენებლობის ორგანიზების პროექტში. შენიშვნა: კვლევის ჩატარება სავალდებულოა, თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაგეგმილია ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში (ახალი მშენებლობისა და მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია), III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – სამშენებლო მოედნის 10 მეტრის რადიუსში, ხოლო IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 20 მეტრის რადიუსში, ასევე სხვა ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისას, რათა გამოირიცხოს დაგეგმილი მშენებლობით მიწის ნაკვეთის მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება. შენიშვნა: მომიჯნავე შენობა-ნაგებობის გამაგრების სამუშაოებზე ნებართვა გაიცემა ძირითადი ნებართვის ფარგლებში, შესაბამისი მომიჯნავე შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ნოტარიული თანხმობის საფუძველზე. 14.

    მეტის ჩვენება
  7. 6 ოქტომბერი, 2026გადაწყვეტილება8111993
  8. 7 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  9. 7 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  10. 6 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
  11. 31 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  12. 14 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  13. 11 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  14. 11 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  15. 10 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  16. 10 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  17. 10 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  18. 10 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  19. 10 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  20. 10 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  21. 10 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა
  22. 10 აგვისტო, 2026ფაილები აიტვირთა

ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები22

ყველას ჩვენება (22)

თანხმობები და ბრძანებები1

დასკვნები და აზომვები3

  • დასკვნა მომიჯნავე.pdfგახსნა ↗
  • 41-ს და მისაწვდომობის დასკვნა(სპორტ.კომპ.) 0.pdfგახსნა ↗
  • 41-ს და მისაწვდომობის დასკვნა(სპორტ.კომპ.).pdfგახსნა ↗

სხვა ფაილები26

ყველას ჩვენება (26)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა