ქალაქი თბილისი , ქუჩა თვალჭრელიძე , N 11
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 8049268
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 აგვისტო, 2026
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გოჩა გიორგაძე
- ორგანიზაცია
- 52407
- დეველოპერი (ს/კ)
- 406233320
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.18.001.009
- მესაკუთრე
- შპს "დოესი" (406233320)
- ფართობი
- 34 841 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.18.001.009საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11156520
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 13 აგვისტო, 2026
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 13 ნოემბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 5 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 ოქტომბერი, 2026ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 დეკემბრის №7744493 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 13 აგვისტოს №AR11156520 განცხადებით მომართა გოჩა გიორგაძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 17 დეკემბრის №7744493 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 17 დეკემბრის №7744493 ბრძანებით, №01.19.18.001.009 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა ავტოსამრეცხაოს არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომრები: 882026043368; მომზადების თარიღი: 22/01/2026წ.) თანახმად, №01.19.18.001.009 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,დოესი“ (ს/ნ 406233320) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის/მომზადების ნომერი: B26385432, მომზადების თარიღი: 25/06/2026წ.) თანახმად, შპს ,,დოესი“ -ს დირექტორს წარმოადგენს გოჩა გიორგაძე, (პ/ნ 01011004717 ერთპიროვნული). შესაბამისად, 2026 წლის 13 აგვისტოს №AR11156520 განცხადებით წარმოდგენილი მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - გოჩა გიორგაძის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაკმაყოფილდეს გოჩა გიორგაძის 2026 წლის 13 აგვისტოს №AR11156520 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 დეკემბრის №7744493 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 სექტემბერი, 2026ქალაქის პასუხი
2026 წლის 13 აგვისტოს №AR11156520 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 13 აგვისტოს №AR11156520 განცხადებით მომართა გოჩა გიორგაძემ და მოითხოვა NAR11096801 განცხადებაზე მშენებლობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური, 2025 ლის 17 დეკემბრის №7744493 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - სამგორი, თვალჭრელიძის ქუჩა №11, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: N 01.19.18.001.009) ავტოსამრეცხაოს არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 17 დეკემბრიდან 2027 წლის 17 ივნისის ჩათვლით. განცხადებით მოთხოვნილია 2025 ლის 17 დეკემბრის №7744493 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადება. თუმცა, აღინიშნული ბრძანებით შეთანხმებულია ასევე პროექტი. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა დასაზუსტებელია. გარდა აღნიშნულისა, წინამდებარე განცხადებაზე ასევე წარმოსადგენია საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882023545112, მომზადების თარიღი: 30/05/2023 წ.) თანახმად, №01.19.18.001.009 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,დოესი“ (ს/ნ 406233320) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის/მომზადების ნომერი: B26385432, მომზადების თარიღი: 25/06/2026წ.) თანახმად, შპს ,,დოესი“-ს დირექტორს წარმოადგენს გოჩა გიორგაძე (01011004717/ერთპიროვნული) შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. 2. დაზუსტდეს მოთხოვნა 2025 ლის 17 დეკემბრის №7744493 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსამრეცხაოს არქიტექტურული პროექტის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. 3. დადგენილი ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2026 წლის 13 აგვისტოს №AR11156520 განცხადება დარჩეს განუხილველი. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 სექტემბერი, 2026ფაილები აიტვირთა
- 18 აგვისტო, 2026გადაწყვეტილება8049268
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- ფოტოფიქსაცია.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა